"ლივერპულმა" და "ტოტენჰემმა" თვალი "ბარსელონას" სამიზნეს დაადგეს

"ლივერპულმა" და "ტოტენჰემმა" თვალი "ბარსელონას" სამიზნეს დაადგეს

იტალიური "ჯენოას" თავდამსხმელის, კშიშტოფ პიოტეკის მსურველთა რიცხვი გაიზარდა. "ბარსელონასთან" ერთად, ახლა უკვე 23 წლის ფეხბურთელის დამატება "ლივერპულსა" და "ტოტენჰემსაც" უნდათ.

კშიშტოფ პიოტეკმა, რომელიც "ჯენოას" გასულ ზაფხულში "კრაკოვიადან" შეუერთდა, სერია A-ს მიმდინარე გათამაშება ბრწყინვალედ დაიწყო. მან 7 მატჩში უკვე 9 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის ბომბარდირი სწორედ პოლონელი თავდამსხმელია. პიოტეკმა თავი ხუთშაბათს პორტუგალიასთან პოლონეთის ნაკრებშიც გამოიჩინა და გასაკვირი არაა, რომ მისით ევროპის წამყვანი კლუბები დაინტერესდნენ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, პიოტეკით "ბარსელონა" დაინტერესდა, იტალიური Gazzetta dello Sport-ის ბოლო ცნობებით კი, მისი შეძენა "ლივერპულსა" და "ტოტენჰემსაც" სურთ. თუმცა, გენუელები იანვარში ნიჭიერი შემტევის შენარჩუნებას აპირებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #6 13 ოქტომბერი 2018 22:39
    1
    ციტატა: Cule Is Always Elegant
    ციტატა: SHOTAMESSI10
    ესეთი საქართველოს ნაკრები არ მახსოვს რომ 3 დან 3 თამაში მოეგოს ჯგუფში ბრავო საისის ნაკრებს

    თან მოგებაცაა და მოგებაც, გოლი არ გაგვიშვია ჯერ

    ვაისმა მაგრად აათამაშა ნაკრები
    Culé [?]
    #5 13 ოქტომბერი 2018 22:36
    1
    ციტატა: SHOTAMESSI10
    ესეთი საქართველოს ნაკრები არ მახსოვს რომ 3 დან 3 თამაში მოეგოს ჯგუფში ბრავო საისის ნაკრებს

    თან მოგებაცაა და მოგებაც, გოლი არ გაგვიშვია ჯერ
    ფანი [?]
    #4 13 ოქტომბერი 2018 22:15
    3
    იმენა ვაისი ბევრად უფრო კიარა ძაან მაგარ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს ვიდრე ვალვერდე ბარსელონას რა,ვაისმა მგონი შეტევის გარდა არაფერი იცის,ვალიკოს უთხრას რა რო მარტო დაცვაში დგომა არაფერს მოიტანს სასიკეთოს თქო რა:დ:დ
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #3 13 ოქტომბერი 2018 21:55
    4
    ესეთი საქართველოს ნაკრები არ მახსოვს რომ 3 დან 3 თამაში მოეგოს ჯგუფში ბრავო საისის ნაკრებს
    Culé [?]
    #2 13 ოქტომბერი 2018 20:54
    0
    Au ise warmoidginet barsam denisi rafinia vermaeleni da muniri ro gayidos da iyidos piateki de iongi de ligti da marcxena mcveli imena sauketeso gundi iqneba
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 13 ოქტომბერი 2018 20:52
    1
    კაი ახალგაზრდაა მარა რავიცი