რა გავლენას ახდენს ნეიმარის ტრანსფერი რაბიოს "ბარსელონაში" გადმოსვლაზე?

რა გავლენას ახდენს ნეიმარის ტრანსფერი რაბიოს "ბარსელონაში" გადმოსვლაზე?

"პარი სენ-ჟერმენის" 23 წლის ნახევარმცველი ადრიან რაბიო პარიზულ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს ამბობს და ის "ბარსელონაში" უფასოდ გადასვლასთან ახლოსაა.

რაბიოს მიერ პსჟ-სთვის უარის თქმის მიზეზი მხოლოდ გუნდიდან წასვლის სურვილი არაა. ფრანგი ნახევარმცველი ხელფასის წლიურ 10 მილიონ ევრომდე გაზრდას ითხოვს და პარიზულ გუნდს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, ჯერჯერობით, არ შეუძლია.

როგორც ცნობილია, UEFA "პარი სენ-ჟერმენის" ტრანსფერების ფინანსურ ფეარ ფლეისთან შესაბამისობას იძიებს. ამის მთავარი მიზეზი კლუბის მიერ ნეიმარის "ბარსელონადან" 222 მილიონ ევროდ შეძენაა. წესების დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, პსჟ-ს სერიოზული სანქცია ემუქრება, რადგან ეს კლუბი, ამ წესების დარღვევაში, აქამდეც იყო შემჩნეული.

არსებული გამოძიების გამო, "პარი სენ-ჟერმენი" თავს უფლებას ვერ აძლევს, ხარჯები გაზარდოს და რაბიოს მოთხოვნები დააკმაყოფილოს. პარიზელები ამას გამოძიების დასრულებამდე ვერ შეძლებენ, მანამდე კი, "ბარსელონას" შანსი აქვს რაბიოსთან კონტრაქტი გააფორმოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ბექა (ბარსა)
    სტუმარი [?]
    #5 13 ოქტომბერი 2018 09:21
    0
    კარგი იქნებოდა რაბიოს მოსვლა..
    messiiesta
    სტუმარი [?]
    #4 12 ოქტომბერი 2018 22:05
    0
    და სულ დაღლევდება ხალიფა მაგის ბოგმა დაახჩობს მაგ გამზდელ მინზრეულს
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #3 12 ოქტომბერი 2018 22:03
    2
    რა მაგარი იქნება უფასოდ რომ გავიფორმოთ ეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 ოქტომბერი 2018 21:10
    5
    ციტატა: Ludovik
    უფასოდ თუ ბარსა ფეხბურთელს დაითრევს სასწაული იქნება:)

    აბაა :დ ვინ დაგვითრევია უფასოდ ვერ ვიხსენებ :დდ ბაიერნმა ლევანდოვსკი რო დაითრია მთლად მასეთი ვერა მარა არანაკლები ტრანსფერია
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    Culé [?]
    #1 12 ოქტომბერი 2018 21:07
    6
    უფასოდ თუ ბარსა ფეხბურთელს დაითრევს სასწაული იქნება:)