ინტერვიუ პეპ სეგურასთან

ინტერვიუ პეპ სეგურასთან

"ბარსელონას" საფეხბურთო მიმართულების დირექტორი პეპ სეგურა, Sport-თან ინტერვიუში, კლუბისთვის აქტუალურ რამდენიმე საკითხზე საუბრობს.

"ბარსელონამ", ტრანსფერებში, 125 მილიონი ევრო დახარჯა, თავად კი 82 მილიონი გამოიმუშავა. ისწავლა კლუბმა გაყიდვები?

ეიფორიაში ჩავარდნა არ ღირს. უბრალოდ, სამუშაო კარგად დავგეგმეთ. გუნდის მდგომარეობა შევაფასეთ და საჭირო პოზიციებზე გარკვეული გადანაცვლებები გავაკეთეთ. გვინდოდა, დაბალანსებული და პროდუქტიული შემადგენლობა გვყოლოდა იმისათვის, რომ წარმატებისთვის მიგვეღწია. ბაზარმა საშუალება მოგვცა გაგვეყიდა ფეხბურთელები, როლებიც აღარ გვჭირდებოდნენ. ეს შედეგი არა გამართლება, არამედ ჩვენი შრომის ნაყოფია. კმაყოფილები ვართ.

ფიქრობთ, რომ შემადგენლობა ახლა უკეთესია?

დიახ, მე ასე ვფიქრობ.

ასეთი თანხების გამომუშავება უნდა განაგრძოთ?

საფეხბურთო ბიზნესი მოთამაშეების ყიდვასა და გაყიდვაზეა დამოკიდებული. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სპორტული და ეკონომიკური წარმატებები. მაგალითისთვის, შეხედეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებსაც უფრო და უფრო ეჩქარებათ და რომლებსაც გუნდიდან წასვლის მეტი საშუალება აქვთ. ეს ნიშნავს, რომ მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივებში მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა უნდა გქონდეს.

ერთ-ერთი ვარიანტი იყო რაკიტიჩის წასვლა. ვალვერდე უარზე იყო. როგორი იყო პირადად თქვენი პოზიცია?

მის წასვლაზე არ გვიფიქრია. ვიცოდით, რომ მას უცხოური კლუბიდან შემოთავაზება ჰქონდა. მისი გაშვების ინტერესი არ გვქონია. ესპანურ ფეხბურთში არსებობს ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის წესი. ეს საფრთხის შემცველი წესია, მაგრამ ტრანსფერი არც ფეხბურთელს სურდა და არც კლუბს.

იერი მინა. იყიდეთ იაფად, გაყიდეთ ძვირად...

ის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს განსხვავებული საფეხბურთო სტილის ქვეყნიდან მოვიდა. ის ახალგაზრდა იყო და ვიცოდით, რომ შეიძლებოდა ადაპტაციის პრობლემები შექმნოდა. მას ადაპტაციის გასავლელად საკმარისი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია, ჩვენ კი საინტერესო შემოთავაზება მივიღეთ.

მისი ტრანსფერი წარმატებული იყო?

ეკონომიკური თვალსაზრისით - კი. სპორტული თვალსაზრისით, გვინდოდა, რომ მას ადაპტაცია გაევლო და კარგად ეთამაშა. ეს არ მოხდა, მაგრამ საკმაოდ კარგი თანხა გამოვიმუშავეთ.

ფეხბურთელების ყიდვა და შემდეგ გაყიდვა არის თანხის გამომუშავების საშუალება?

ამ ხაზს არ მივყვებით, მაგრამ ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ვეძებთ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ითამაშებენ. ეს ყოველთვის არ გამოდის და ასეთ შემთხვევაში, ამ მოთამაშის გაყიდვაზე უნდა იზრუნო.

ფიზიკურად უფრო ძლიერი ფეხბურთელები მოგწონთ?

ეს სიმართლე არაა. ეს თქვენს გაზეთშიც ეწერა, მაგრამ მითია. მე "ბარსელონას" პროფილის ფეხბურთელები მომწონს, რომლებსაც კარგი ტექნიკა აქვთ.

ვალვერდესთან, მის კონტრაქტთან დაკავშირებით, ისაუბრეთ?

პირადად მე არა. ეს საკითხი მოსაგვარებელი გვაქვს.

გაქვთ გეგმა B?

არა.

2016 წლის ტრანსფერებიდან, თუ უმტიტის არ ჩავთვლით, ყველას მცირე სათამაშო დრო მიეცა. გომეში, ალკასერი, დენისი, დინი, სილესენი. 2018 წელს ვიდალი, არტური, ლანგლე და მალკომი მოვიდნენ, რომლებიც ასევე ცოტას თამაშობენ. ხომ არ გეშინიათ, რომ ისტორია განმეორდება?

ამის საფრთხეს ვერ ვხედავ. "ბარსელონას" ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, მე კი ყოველთვის ვცდილობ შემადგენლობა იყოს დაბალანსებული იმისათვის, რომ ტიტულების მაქსიმალური რაოდენობა მოვიგოთ. გუნდში მაქსიმუმ 25 ფეხბურთელის ყოლა შეგვიძლია. ყველა მათგანი თანაბარ სათამაშო დროს ვერ მიიღებს. ასეთი კონკურენციის პირობებში, ზოგიერთს სათამაშო წუთების მოპოვება სხვებზე მეტად უჭირთ. ეს იმედგაცრუებას იწვევს. ეს არის მოცემულობა, რომელიც მსოფლიოს ყველა გუნდში არსებობს. ვცდილობთ, მათ ადაპტაცია რაც შეიძლება სწრაფად გაიარონ და გვახსოვს, რომ გრძელი სეზონის პირობებში შანსი ყველას მიეცემა. ბოლოს კი წყდება, უნდა დარჩეს ფეხბურთელი გუნდში თუ არა. ისინი თავიანთ გამოსავალს ეძებენ, ჩვენ ჩვენსას.

ვიდალი?

ვიდალის სიტუაცია ნათელია. უპირველესად უნდა ვთქვა, რომ მისი სურვილი არის თამაშის წყურვილის დემონსტრირება. მას სურს გუნდს ყველაფრის მოგებაში დაეხმაროს, როგორც ეს პრეზენტაციის დროს თქვა. ნეგატიური მხარე კი ისაა, რომ პროფესიონალებმა მწვრთნელსა და თანაგუნდელებს პატივი უნდა სცენ. ვიდალმა იცის, რომ არასწორად მოიქცა. მან თანაგუნდელების მიმართ უპატივცემულობა გამოხატა და დარწმუნებული ვარ, ის ამას გამოასწორებს.

რა ხდება მალკომის თავს?

არაფერი. ის ახალგაზრდაა. ჩვენ ის მისი ნიჭის გამო შევიძინეთ. ამჟამად მას დრო არ ეძლევა. მას სამწვრთნელო შტაბთან ან სხვა ვინმესთან პრობლემა არ აქვს. ის თავის შანსს მიიღებს, რადგან სეზონი გრძელია.

როდესაც მწვრთნელი ამბობს, რომ ეს ფეხბურთელი კლუბმა შეიძინა, მისი ბედი გადაწყვეტილია...

არა. ერნესტო კლუბის შემადგენელი ნაწილია. ყველა გადაწყვეტილებას ერთობლივად ვიღებთ. ვალვერდეს ეს იმ გაგებით არ უთქვამს, როგორი ინტერპრეტაციაც თქვენ მიეცით. მწვრთნელი ყველა ფეხბურთელს პატივს სცემს და ის არასდროს დაუშვებს, რომ გასახდელში თანასწორობა დაირღვეს.

ანუ, ვალვერდემ მალკომის შეძენაზე თანხმობა განაცხადა?

დიახ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #12 12 ოქტომბერი 2018 22:36
    0
    ზამთარში ტრანსფერები გააკეთეთ
    N1K0L0Z
    სტუმარი [?]
    #11 12 ოქტომბერი 2018 21:15
    0
    ციტატა: Johan cruyff13
    ციტატა: N1K0L0Z
    რა მაინტერესებს იცი ბარსელონას მფლობელი ვინაა?თუუ იცით მიპასუხეთ აბა

    ბარსელონა არავის საკუთრება არაა კლუბს განაგებენ და პრეზიდენტს ირჩევენ კლუბის აქციონერები ე. წ. სოსიოსები რომელთა რაოდენობა დაახლოებით 170 ათასია.

    ხო ეგ ვიცი აქციონერები რომ ყავთ მაგრამ მეთქი ვინმე ერთი იქნებოდა გამორჩეულითქო.საინტერესოა ისე რატო არავინ ყიდულობს ასეთ გუნდს
    givi pavlovichi
    სტუმარი [?]
    #10 12 ოქტომბერი 2018 00:41
    0
    ციტატა: Berlinetta♥
    ციტატა: ani-barca10
    იმედია მინიმუმ 50ად გაყიდიან პაკოს

    25 ად შეუძლია გამოსყიდვა დორტმუნდს

    ალკასერს თუ მომავალი სურს აქ არ უნდა დაბრუნდეს ... აქ ყველა მესის ეტენება სირცხვილი ბარსას რო. ალკასერი ჭე კლასის ფეხბურთელი ჩანდა .. მერამდენე ფეხბურთელია რომელსაც კლუბი ვერ ხსნის .. დემბელე წავა და იფრენს აი ნახავთ

    მესი რა შუაშია? ვილია-სუარესი არ გაიხსნენ ? უბრალოდ მწვრთნელია ჭ კლასის...მწვრთნელი!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 11 ოქტომბერი 2018 23:52
    0
    ციტატა: ani-barca10
    იმედია მინიმუმ 50ად გაყიდიან პაკოს

    25 ად შეუძლია გამოსყიდვა დორტმუნდს

    ალკასერს თუ მომავალი სურს აქ არ უნდა დაბრუნდეს ... აქ ყველა მესის ეტენება სირცხვილი ბარსას რო. ალკასერი ჭე კლასის ფეხბურთელი ჩანდა .. მერამდენე ფეხბურთელია რომელსაც კლუბი ვერ ხსნის .. დემბელე წავა და იფრენს აი ნახავთ
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    sons of anarchy
    სტუმარი [?]
    #8 11 ოქტომბერი 2018 23:20
    1
    ლუის ენრიკე მაინც დააბრუნონ რაა სანამ ხავი მოვა თორე გაიყოლა ამ ვალვერდემ თაობები
    gio tediashvili
    სტუმარი [?]
    #7 11 ოქტომბერი 2018 23:18
    0
    პაკო მაოცებს :დდ
    imrll
    სტუმარი [?]
    #6 11 ოქტომბერი 2018 23:18
    0
    პაკოო
    Culé [?]
    #5 11 ოქტომბერი 2018 23:06
    0
    პაკომ ნაკრებშიც გამოიჩინა თავი smile
    --------------------
    #infinit8iniesta
    N1K0L0Z
    სტუმარი [?]
    #4 11 ოქტომბერი 2018 21:32
    0
    რა მაინტერესებს იცი ბარსელონას მფლობელი ვინაა?თუუ იცით მიპასუხეთ აბა
    Basi
    სტუმარი [?]
    #3 11 ოქტომბერი 2018 21:04
    0
    barsas kalibrsii fexburtelebi momwonsoo
    da mwvrtnelebii rogorii moswons valverdes msgavsseebiii😏😏😏
    Culé [?]
    #2 11 ოქტომბერი 2018 20:08
    5
    გვარდიოლას დავაბრუნებდი მარა ეგ ოცნებააა მარა ისე ძაან მომენატრა მისი დრო მისმერე მარტო ენრიკემ გაგვაღიმა დანარჩენი დიდივერაფერი
    რონალდინიო
    სტუმარი [?]
    #1 11 ოქტომბერი 2018 19:16
    2
    ხმის მიცემა როგორ უნდა ოქროს ბურთზე?