არდა თურანის ჩხუბი თურქეთში: გატეხილი ცხვირი, ოპერაცია, ცეცხლსასროლი იარაღი...

არდა თურანის ჩხუბი თურქეთში: გატეხილი ცხვირი, ოპერაცია, ცეცხლსასროლი იარაღი...

"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი არდა თურანი სკანდალურ ცხოვრებას განაგრძობს. ამჯერად, 31 წლის ფეხბურთელმა თურქეთის ერთ-ერთ ბარში იჩხუბა.

Fanatik-ის ცნობით, ერთ-ერთ ბარში ყოფნისას, თურანმა ცნობილი თურქი მომღერლის, ბერქაი შაჰინის ცოლს უთხრა: "ცოლიანი რომ არ ვიყო, ასეთი ლამაზი ქალის გვერდზე არ ჩავივლიდი."

მოგვიანებით, თურანს თავად თურქ მომღერალთან ჩხუბი მოუვიდა. შაჰინი საავადმყოფოში გატეხილი ცხვირით გადაიყვანეს. მას ოპერაცია დასჭირდა.

Goal-ის ინფორმაციით, თურანი ბერქაისთან საავადმყოფოში ბოდიშის მოსახდელად მივიდა. მას თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, რომელიც მომღერალს გაუწოდა და უთხრა: "არ ვიცოდი, თუ შენი ცოლი იყო. ბოდიშს გიხდი. თუ გინდა, შეგიძლია მომკლა."

არდა თურანმა ჩხუბის ფაქტი დაადასტურა, მაგრამ უარყო, რომ ამის მიზეზი მომღერლის მეუღლე იყო: "კი, გაუგებრობას ადგილი მართლაც ჰქონდა. თუმცა, ამის მიზეზი ეჭვიანობა არ ყოფილა."

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სამშობლოში დაბრუნებული თურანი სკანდალში ეხვევა. მიმდინარე წლის მარტში, ის თურქ ჟურნალისტს, მეუღლესთან დაკავშირებული კითხვის დასმის გამო, თავის გატეხვით დაემუქრა. მაისში კი, თურანი თურქეთის ჩემპიონატის მატჩის არბიტრს თავს დაესხა, რის გამოც მან 16-თამაშიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

არდა თურანი "ბარსელონადან" "ბაშაქშეჰირში", იჯარის წესით, 2018 წლის იანვარში გადავიდა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #12 12 ოქტომბერი 2018 22:37
    0
    მაგარია არდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 12 ოქტომბერი 2018 01:15
    1
    gacopda es virishvili? 😀
    Anastasia13
    სტუმარი [?]
    #10 11 ოქტომბერი 2018 23:32
    0
    Atleshi unda darcheniliyo gaifucha kariera
    Culé [?]
    #9 11 ოქტომბერი 2018 19:55
    7
    ეს მარტო იმიტო მევასება სტადიონზე გაჭედვა რო იცის ხოლმე, ატლესთან რო ვთამაშობდით მსაჯის საცემად რო წავიდა და კიდე ბუცი რო ესროლა smile smile smile
    Culé [?]
    #8 11 ოქტომბერი 2018 17:23
    10
    მოკლედ გაუშვა მონაკომ ლეონარდო ჟარდიმი და სანამ ვინმემ დაგვასწრო ჯობია ავიყვანოთ ეგ ტრენერი და გავუშვათ ეს სი£კაცა და ზამთარში ვფიქრობ მაინც ცენტრი უნდა გაძლიერდეს ცენტრია გუნდის მატორი და ცენტრი თუ საათივით იმუშავებს მესის იმდენი სამუშაოს შესრულება აღარ მოუწევს და შეტევაში სანამ მესიგვყავს არავინ გვინდა მესის დაგვირგვინება და ათი კაცის ბეჭეებზე შემოჯენა ჩვეულებრივი ამბავია. რეალის მაგალითი ავიღოთ გუნდში მხოლოდ ერთი გამოკვეთილი ფორვარდი იყო ისიც რონალდო ბენზემა და ბეილი უბრალოდ ამაგრებდა გუნდს ასეთ სიტუაციაშივართ ჩვენც არგვინდა ლოზანო და შლოზანო ჯობია წელს მესის იმედზე ვიყოთ და ცენტრი გააძლიერონ ერთერთ მაგალითს მოვიყვან რეალი-იუვენტუსი 3-0 მაგ თამაშს ვინც უყურა მიხვდება რამხელა სამუშაო შეასრულა კარგმა ცენტრმა ბურთი არდაანახეს იუვეს და მშვიდად ბავშვებს როგორც ეთამაშები აი ისე მოუგეს
    giorgi123456789
    სტუმარი [?]
    #7 11 ოქტომბერი 2018 17:12
    10
    ციტატა: ferreira10
    არადა თურანი კიარა, ნამეტანი ცუდადაა საქმე!:):)

    კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ, შესაძლოა, გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს.

    ცნობილია, რომ ვალვერდეს გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს.

    "ვალვერდეს ჩვენთან კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და ბოლომდე დარჩება. თუ ორივე მხარე შეთანხმდა, ის დამატებით ერთი წლით დარჩება", - ამბობს კლუბის გენერალური მენეჯერი.

    არადა, მიმდინარე სეზონში "ბარსელონა" არც თუ ისე კარგ ფორმაშია. გუნდს ლა ლიგაში უკვე ზედიზედ 4 მატჩია არ მოუგია.

    მოკლედ აბიდალის გარდა ყველა მოსაშორებელია რა ბართოდან დაწყებული ვალვერდეზე დამთავრებული:@
    ფანი [?]
    #6 11 ოქტომბერი 2018 17:08
    2
    კიდე კაი მოვიშორეთ ეს
    Culé [?]
    #5 11 ოქტომბერი 2018 16:24
    3
    Turquli serialis axali scenari amasac gadaigeben
    achi del barça
    სტუმარი [?]
    #4 11 ოქტომბერი 2018 14:50
    9
    და არდა თურანი თურმე ბარსამ გააფუჭა... ტიპი იმენა ოსმალო თოხია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 ოქტომბერი 2018 14:49
    1
    Turan Chadi barsashi. Inaxule bichebi. Cota mogeshveba
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    jaba1001
    სტუმარი [?]
    #2 11 ოქტომბერი 2018 13:32
    1
    ნაგავიი((
    bembele
    სტუმარი [?]
    #1 11 ოქტომბერი 2018 13:18
    1
    ძაან მძიმე ხასიათის პატრონია როგორც მოადანზე ასევა მის გარეთ