ლუკა დინი: "ბარსელონაში" ბედნიერი ვიყავი

  • 10-10-2018, 23:46
  • ლუკა დინი: "ბარსელონაში" ბედნიერი ვიყავი

    ინგლისური "ევერტონის" ფრანგი მარცხენა მცველი ლუკა დინი "ბარსელონადან" წასვლის მიზეზზე საუბრობს.

    "ვგრძნობდი, რომ რეგულარულად თამაში მჭირდებოდა. "ევერტონის" მწვრთნელმა დამირეკა და ვისაუბრეთ. ამ გუნდს სუპერ პროექტი ჰქონდა და ჩვენ კარგი შთაბეჭდილება დაგვრჩა. ჩემთვის იდეალური ვარიანტი იყო და "ბარსელონას" ვთხოვე გავეშვი.

    ეს პერსონალური, რთული გადაწყვეტილება იყო. ბარსელონაში მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვიყავით. გასახდელში თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. "ბარსა" მსოფლიოში უდიდესი კლუბია, მაგრამ მწვრთნელის ნდობა მჭირდებოდა და ასეთი გადაწყვეტილება მივიღე." - ციტირებს დინის სიტყვებს L'Equipe.

    ლუკა დინი "ბარსელონაში" 2016-2018 წლებში თამაშობდა. გასულ ზაფხულში ის "ევერტონში" 20 მილიონ ევროდ გადავიდა.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    5 - 11 ოქტომბერი 2018 18:57

    დინი მოხოდავს ევერტონს

    1
    გასულია

    4 - 11 ოქტომბერი 2018 16:46

    ჩემი აზრით ზამენისთვის იდეალური ვარიანტი იყო. ვალვერდეს ცოტა მეტი დრო უნდა მიეცა

    1
    საიტზეა

    3 - 11 ოქტომბერი 2018 00:41

    მგონი ნანობს.

    0
    გასულია

    2 - 11 ოქტომბერი 2018 00:31

    დააბრუნეთ ბარსაში

    4
    --------------------
    მე მიყვარს ბარსა და მეყვარება ცხოვრების ბოლომდე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
    გასულია

    1 - 11 ოქტომბერი 2018 00:12

    მაგარი ზამენა იყო, მეტი დრო უნდა მიეცა ამ დებილ კაცს

    8