ზედიზედ მე-4 მოუგებელი თამაში და დაკარგული ლიდერობა

ზედიზედ მე-4 მოუგებელი თამაში და დაკარგული ლიდერობა

"ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატში წარუმატებლად გამოსვლას განაგრძობს. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ქულები ზედიზედ მე-4 მატჩში დაკარგა, რასაც ლიდერობის დაკარგვაც მოჰყვა.

"ბარსელონას" რომ იოლი თამაში არ ელოდა, ეს თავიდანვე ცხადი იყო, რადგან გუნდი "ვალენსიას" "მესტალიაზე" უპირისპირდებოდა. ეს მოსაზრება პირველივე წუთებზე გამყარდა - ტომას ვერმალენისა და ჟერარ პიკეს შეცდომების შემდეგ, ეზეკიელ გარაიმ ბურთი ტერ შტეგენის კარში უკვე მე-2 წუთზე გადაგზავნა.

ვინ თუ არა მესი? არგენტინელმა, 23-ე წუთზე, ლუის სუარესთან კედელი გაითამაშა და უზუსტესი შორეული დარტყმით გაიტანა გოლი, რომელმაც "ბარსას" ქულა მოუტანა.

"ბარსელონამ", ბოლო 4 ტურში, 3 ფრის წყალობით, მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. 16 ქულით გათამაშებას კატალონიელთა მომდევნო მეტოქე "სევილია" ლიდერობს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ვერონიკა
    სტუმარი [?]
    #2 8 ოქტომბერი 2018 16:48
    0
    დემბელეს როარ დააყენებს ძირითადში და მერე შემოიყვანს დენის სუარესი რომ სათადარიგოზე ყავს ნათქვამია ყველაფერი სუარესი საშინელ ფორმაშია ვიცი რომ კარგი იყო მაგრამ🤔ძირითადში მისი ყოფნა დასაფიქრებელია
    always wight
    სტუმარი [?]
    #1 8 ოქტომბერი 2018 14:58
    0
    რადღეშია რეალი და ბარსა ამის დედაც ერთი ერთმანეთზე "მზე" მწვრთნელების გადამკიდე ერთი უაზეოდ 5000 პასს აკეთებინებს ფეხბურთელებს მეორე თვალმონჭრელი სექსუალური მზერით აკვირდება მოედანზე განვითარებულ მოვლენებს :დ ფაქ :დდ