"აიაქსის" მე-3 ფეხბურთელი "ბარსელონას" რადარზე

  • 4-10-2018, 17:19
  • "აიაქსის" მე-3 ფეხბურთელი "ბარსელონას" რადარზე

    კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, "ბარსელონა" ამსტერდამის "აიაქსის" კიდევ ერთი ფეხბურთელით, ნიკოლას ტალიაფიკოთი დაინტერესდა.

    სიახლე არავისთვისაა, რომ კატალონიური კლუბი უკვე დიდი ხანია "აიაქსის" ორ ფეხბურთელს - ფრენკი დე იონგსა და მატიას დე ლიგტს უმიზნებს. მეტიც, ბოლო დროს დე იონგის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე ბევრი იწერება. კატალონიელი ჟურნალისტების მიერ დღეს გავრცელებული ცნობების თანახმად კი, "ბარსას" ამსტერდამელთა არგენტინელი მარცხენა მცველის, ნიკოლა ტალიაფიკოს დამატებაც უნდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური კლუბის სკაუტები ტალიაფიკოს სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში, "ბაიერნთან" გამართულ მატჩში დააკვირდნენ. 26 წლის ფეხბურთელთან ერთად, მათ თვალი დავიდ ალაბასა და ჯოშუა კიმიხის თამაშსაც მიადევნეს, თუმცა ჟორდი ალბას რეზერვისტად ტალიაფიკო უფრო რეალური ვარიანტია.

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Gio-96 გულშემატკივარი [?]

    4 ოქტომბერი 2018 22:01

    ეს, დე ლიხტი, დე იონგი, ვან დე ბეეკი და დოლბერგი უნდა იყიდონ და 131 ლიმონს+50 პაუსი ამდენი გადაუხადონ კიდე რობერტო ვერმა დენისი პაკო გომეში რაკიტიჩი რაფინია უნდა გაყიდონ

    0
    გასულია
    basa7 ფანი [?]

    4 ოქტომბერი 2018 19:41

    მე პირადად ყვეაზე მეტად ალბას შემცვლელად მალანგ სარის ყიდვა მინდა. ამ პოზიციაზე ყველაზე ჭკვიანური ამ ბიჭის ყიდვა იქნება, ჯერ ზამენაზე ითამაშებს და მერე უკვე ალბას შეცვლის. 19 წლისაა და უკვე სრულყოფილი იგროკია, მოედნის არაჩვეულებრივი ხედვაა აქვს, ასევე ცენტრალურ მცველადაც შეუძლია თამაში , გაჭირვებაში საყრდენადაც კი უთამაშნია. ტექნიკურია, სწრაფი და კარგი შორი პასით

    0
    გასულია
    kortoxa23 ფანი [?]

    4 ოქტომბერი 2018 18:49

    ალაბა და ალბა ერთედ ვერ იქნებიან ერთ გუნდში, ვერცერთი შეეგუება სკამს, კიმიხი კი მარჯვენა მცველია მარცხენა ფლანგზე პრიჩომ, ისე კიმიხი ან ტრიპიერი მაგრად გაასწორებდა, სემედუ საერთოდ ვერ უწყობს მესსის და არც თავად მესაიც კომბინირებს მასთან რატომღაც ნდობა არ აქ მის მიმართ

    0
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    გასულია
    SHOTAMESSI10 წევრი [?]

    4 ოქტომბერი 2018 18:34

    ბარსამ ბიუჯეტი დაამტკიცა 960 მილიონი და ტრანსფერებისთვის 131 მილიონი გამოჰყო ბართომეუმ

    0
    --------------------
    მე მიყვარს ბარსა და მეყვარება ცხოვრების ბოლომდე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
    გასულია
    sergio busquets5 წევრი [?]

    4 ოქტომბერი 2018 18:12

    მე ძალიან მომწონს ტალიაფიკო და მიესალმები მის ბარსელონაში მოსვლას

    1
    გასულია
    უეფადრიდი წევრი [?]

    4 ოქტომბერი 2018 17:42

    დე ლიხტი ზამთარშივე დაგვჭირდება მგონი, ლენგლეს იმედზე არ ვიცი რამდენად შეიძლება ყოფნა. პიკეც ვერაა ხოდზე, უმტიტის გარეშე დაცვაში განწირულია გუნდი.

    0
    გასულია
    torniket წევრი [?]

    4 ოქტომბერი 2018 17:41

    ვუყურე ბავარია-აიაქსის თამაშს და ეგ ვიფიქრე ზუსტად ზამენაზე კაი იქნება.. და დე ლიხტი ხო სუპერ..

    0
    გასულია
    basa7 ფანი [?]

    4 ოქტომბერი 2018 17:31

    მშვენიერი ვარიანტია

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge