ლიონელ მესი: ჩემპიონთა ლიგა ალუბლის ტორტია

ლიონელ მესი: ჩემპიონთა ლიგა ალუბლის ტორტია

"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, "ტოტენჰემის" 4:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა და მიანიშნა, რომ კატალონიური გუნდი ჩემპიონთა ლიგას დიდ ყურადღებას დაუთმობს.

"დღევანდელი შედეგი მნიშვნელოვანი იყო. ეჭვები გვქონდა, რადგან ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში თამაში ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც "ტოტენჰემია".

შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. პირველი ტაიმი დიდებული იყო. ბედნიერები ვართ, რადგან ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით განვითარდა.

დღეს ცოტა არ გაგვიმართლა. 2:0-ს ვიგებდით, გოლები გავუშვით და ძელს ორჯერ მოვარტით. თუმცა, ჩვენ უკეთესები ვიყავით, ვფლობდით ბურთს და ჩვენი თამაში ჩავატარეთ.

ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის ალუბლის ტორტია. ეს ტურნირი განსაკუთრებულია, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატში და თასზე ბრძოლას არ შევწყვეტთ." - ციტირებს მესის სიტყვებს Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #6 4 ოქტომბერი 2018 18:39
    2
    მთავარია ფორმაში შეხვიდეთ
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #5 4 ოქტომბერი 2018 18:15
    3
    წელს უნდა მოვიგოოთ ეგ ალუბლის ტორტი ლეო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 4 ოქტომბერი 2018 15:46
    2
    ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის ალუბლის ტორტია.

    ეს ზუსტი თარგმანი არ არის, ქართულად ასე ითქმის ტორტზე ალუბალია, რუსულად "вишенка на торте" რაც ნიშნავს ტორტზე რო ლამაზი ხილი დევს ზოგან ეს ბალია ზოგან ალუბალი და შინაარსით ნიშნავს გაკეთებული საქმის გვირგვინს: ანუ მესი ამბობს ლა ლიგა, თასი, და გვირგვინი ალუბალი ტორტზე: ლიგა.
    ფანი [?]
    #3 4 ოქტომბერი 2018 15:13
    8
    შენ ხარ ალუბლის ტორტი ლეო!❤❤❤
    Culé [?]
    #2 4 ოქტომბერი 2018 14:59
    12
    ჩემპიონთა ლიგა თუ თქვენთვის ალუბლის ტორტია, მაშინ შენ კიდევ ჩვენი ალუბლის ტორტი ხარ ლეოოოოოოო! relaxed
    Culé [?]
    #1 4 ოქტომბერი 2018 14:51
    11
    აუუ ეს ერთი და სხვა მრავალი მარა ვალვერდეს დატოვება არ ვიცი რააა !
    იმედია მესი უჩლს თასს აწევს კაპიტნის რანგში!
    --------------------
    ,,1% CHANCE, 99% FAITH"- Neymar Jr.
    Factos! LM7