ტრიპიერი მესისთან დაპირისპირებაზე: ასეთ თამაშებზე ოცნებობ

ტრიპიერი მესისთან დაპირისპირებაზე: ასეთ თამაშებზე ოცნებობ

ლონდონის "ტოტენჰემის" მარჯვენა მცველმა კირან ტრიპიერმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში "ბარსელონასთან" წაგებულ მატჩში (2:4) კატალონიური გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი გამოარჩია, რომელმაც დუბლი შეასრულა.

"სწრაფი გოლის გაშვებით ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. თამაში ცოტა უცნაურად განვითარდა. ანგარიში შეიძლებოდა 4:1 ყოფილიყო, მაგრამ 3:2 გახდა. თუმცა, "ბარსელონას" ბოლო გოლი იმაზე მეტყველებს, რომ მან თავისი მომენტები გამოიყენა.

ლორისის შეცდომა? კარიდან გამოსვლა და ბურთზე წასვლა მისი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ მას მთელი 100 პროცენტით დავიცავთ.

მესისთან დაპირისპირება? ასეთ მატჩებში მონაწილეობა გინდა, ასეთ თამაშებზე ოცნებობ. ლეო წარმოუდგენელი იყო. როდესაც ის ასეთ ფორმაშია, საყურებლად ჯადოსნურია.

დღეს "ბარსელონა" უფრო ძლიერი იყო, მაგრამ კარგი მომენტებიც გვქონდა. წინ მორიგი მატჩი გველის. ძალებს აღვიდგენთ და ვნახავთ, სად დავუშვით შეცდომები." - ტრიპიერის ამ სიტყვებს BBC ციტირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #4 4 ოქტომბერი 2018 11:54
    14
    არტური დამევასა ძაან რა იმედია ხშირად ათამშებს ვალიკო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 4 ოქტომბერი 2018 09:53
    16
    Mesis tavisuflad sheuzlia 15 golze avides chempionta ligaze.
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    Culé [?]
    #2 4 ოქტომბერი 2018 09:43
    12
    ციტატა: M10 S9 D11
    კიდე კარგი ანგარიშით გამოძვერით მესის რო არ დაეღუნა შტანგები კი იქნებოდა 6-2

    პირველად რო გაარტყა ძელს ერთ წუთში გაიტანა კეინმა პირველი გოლი, ხოდა რო შეეგდო ეგ გოლი მესის მერე საკითხავია საერთოდ თუ გაიტანდა ტოტენჰემი ერთ გოლს მაინც
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 4 ოქტომბერი 2018 07:56
    15
    მესის რამოდენიმე მომენტში არ გაუმართლა თორე 4-2 არ დამთავრდებოდა