"ბარსელონა" შკრინიარს მიუბრუნდა

"ბარსელონა" შკრინიარს მიუბრუნდა

კატალონიის "ბარსელონა" მილანის "ინტერის" ცენტრალური მცველით, მილან შკრინიარით კვლავ დაინტერესდა. ამ ინფორმაციას სლოვაკურ პრესაზე დაყრდნობით Football Italia ავრცელებს.

გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბარსელონა" შკრინიარით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სამუელ უმტიტიმ რთული ტრავმა მიიღო. 23 წლის ფეხბურთელის გუნდში მოწვევა პირადად კატალონიური გუნდის მთავარ მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს უნდა, რომელიც ცენტრალური მცველების დეფიციტით შეშფოთებულია.

"ბარსელონა" შკრინიარი შეძენას გასულ ზამთარში ცდილობდა, თუმცა მაშინ "ინტერმა" ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი თქვა, ზაფხულში კი კატალონიურმა კლუბმა კლემან ლანგლე შეიძინა.

ცნობილია, რომ სლოვაკი ფეხბურთელი "ნერაძურისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა მხარეები უკვე დიდი ხანია ვერ თანხმდებიან. "ბარსელონას" პრობლემა, შესაძლოა, შკრინიარის ფასი გახდეს - "ინტერი" მცველს 85 მილიონ ევროს აფასებს.

შკრინიარის შეძენის სურვილს "მანჩესტერ იუნაიტედიც" გამოთქვამს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 2 ოქტომბერი 2018 19:05
    1
    აბა მინას რას ერჩოდნენ, მაგაზე კარგები დარჩნენ გუნდში? ეხლანდელ პიკეს კი სჯობია მინა.
    donandresiniesta8
    სტუმარი [?]
    #5 2 ოქტომბერი 2018 18:14
    0
    გუნდში 5 ფეხბურთელია მოსაყვანი:
    1.სუარესი სკამზე,და ვინმე ახალგაზრდა, მოძრავი, ანუ სუარესის შემცვლელი
    2.პიკეს შემცვლელი, დელიხტი ყველაზე კაი ვარიანტია
    3.ალბას შემცვლელი, თორე უკონკურენტობით მოუკლო
    4.რაკიტიჩის შემცცვლელი, ძაან ნელი გახდა და მაგის ხაზებს შორის პასები აღარ მახსოვს კაი ხანია
    5.მარცხენა ვინგერი, თუ არადა კოუტინიო დადგეს, ოღონდ უკნიდან ვინმე კრეატიული ნახ-მცველის დახმარება დაჭირდება, მაგალითად პოგბა რაკიტიჩის ნაცვლად. (P.S - ვიდალი პოგბა ბუსკეცის ტრიოზე უარს არ ვიტყოდი ნამდვილად)
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #4 2 ოქტომბერი 2018 16:24
    1
    ვერმალენი გაუშვან და დე ლიხტი მოიყვანონ
    balu
    სტუმარი [?]
    #3 2 ოქტომბერი 2018 15:48
    1
    არტური ათამაშოს და ცოუტინიო ნახევარდაცვაში არ შეილება ?
    ფანი [?]
    #2 2 ოქტომბერი 2018 15:37
    0
    დე ლიხტი რა მილანი
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #1 2 ოქტომბერი 2018 15:32
    4
    ამდენი მცველი არ არის საჭირო