კლემან ლანგლე: "ბარსას" ბაზის მსგავსი ცხოვრებაში არაფერი მინახავს

კლემან ლანგლე: "ბარსას" ბაზის მსგავსი ცხოვრებაში არაფერი მინახავს

"ბარსელონას" ფრანგი ცენტრალური მცველი კლემან ლანგლე კატალონიურ კლუბში მის ყოფაზე, ლეო მესისა და საკუთარ კარიერაზე საუბრობს.

"ბარსელონას" ბაზა უმაღლესი სტანდარტებისაა. ჩვენ გვაქვს სატრენაჟორო დარბაზი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებითაა გაწყობილი. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ანალიზდება და ითვლება. მსგავსი რამ ცხოვრებაში არასდროს მინახავს!

მესი მოედანზე ლიდერია მისი ექსტრაორდინალური თვისებებისა და გამოცდილების წყალობით. ის აზრს იშვიათად გამოთქვამს, მაგრამ როდესაც ამას აკეთებს, მას ყველა უსმენს. ის ყოველთვის სწორ აქცენტებს სვამს.

ყოველთვის თავდაუზოგავად ვშრომობდი. თავი ფეხბურთს მივუძღვენი. ჩემი დროის დიდი ნაწილი განვითარებაში ჩავდე როგორც "ნანსიში", ასევე "სევილიაში" და ეს დამიფასდა. ფეხბურთი მიყვარს. ბევრ თამაშს ვუყურებ. როდესაც სახლში ვარ, თამაშის ანალიზში დიდ დროს ვატარებ და ვცდილობ კიდევ უფრო განვვითარდე." - ციტირებს ლანგლეს სიტყვებს Mundo Deportivo.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 2 ოქტომბერი 2018 17:57
    0
    ხვალ კედელი უნდა იყო