მკურნალობის სპეციალური მეთოდი უმტიტისთვის და შესაძლო ოპერაცია

მკურნალობის სპეციალური მეთოდი უმტიტისთვის და შესაძლო ოპერაცია

"ბარსელონას" ექიმები აპირებენ გუნდის ცენტრალურ მცველს, სამუელ უმტიტის მკურნალობის სპეციალური კურსი ჩაუტარონ და შეეცადონ, ფრანგი უკანახაზელი ოპერაციას აარიდონ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 24 წლის ფეხბურთელს მუხლის სერიოზული ტრავმა აქვს და მას რამდენიმე თვის განმავლობაში უქმობა ემუქრება.

AS-ის ცნობით, საქმე ძველ დაზიანებასთან გვაქვს, რომელიც უმტიტის მსოფლიო ჩემპიონატის დროსაც აწუხებდა. კატალონიელი მედიკოსები იმედოვნებდნენ, რომ დაახლოებით ერთთვიანი შვებულების შემდეგ, პრობლემა გაივლიდა, მაგრამ ასე არ მოხდა და მუხლის არეში ტკივილმა იმატა.

მადრიდული წყაროს ინფორმაციით, ექიმები აპირებენ აპრობირებული მეთოდი გამოიყენონ, ფეხბურთელის სისხლიდან პლაზმა ამოიღონ და შეეცადონ, ხრტილის რეგენერაცია მოახდინონ. მეთოდი, ზოგადად, წარმატებულია, მაგრამ ის არაფრის გარანტიას არ იძლევა. უმტიტის შემთხვევა ჩვეულზე რთულია, თუმცა ექიმები მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილები.

თუ მკურნალობის ამ მეთოდმა არ გაამართლა, ფრანგს ოპერაცია დასჭირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 1 ოქტომბერი 2018 20:55
    0
    ექსპერიმენტების ტარებას ჯობია ოპერაცია გაუკეთონ და სეზონის გადამწყვეტ ფაზაში არ დაეწყოს ამ ექსპერიმენტების რეციდივი.
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #3 1 ოქტომბერი 2018 18:07
    0
    ცუდია disappointed
    Ikks
    სტუმარი [?]
    #2 1 ოქტომბერი 2018 17:14
    0
    მგონი ჯობია ოპერაცია გაიკეთოს და საბოლოოდ მოიშოროს ეს ტრავმა, ისეთი პერიოდია როგორღაც გადავიტანთ უამისობას და ჯგუფიდან გავალთ ლიგაზე. მთავარია მეორე წრეში გვყავდეს რაც შეიძლება მაგარ ფორმაში
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 1 ოქტომბერი 2018 14:45
    0
    იმედია მალე გამოჯანმრთელდება და ფორმაში ჩადგება. ახლა ერთი მცველი სასწრაფოდ საჭიროა უნდა მოიყვანონ