"ბარსელონა" - ანტირეკორდსმენი ლიდერი

  • 30-09-2018, 17:38
  • "ბარსელონა" - ანტირეკორდსმენი ლიდერი

    ესპანეთის ჩემპიონატში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა გათამაშების ლიდერს, 7 ტურის შემდეგ, ისეთი ცუდი შედეგი აქვს, როგორიც "ბარსელონას".

    კატალონიურმა გუნდმა, საწყის 7 ტურში, მხოლოდ 14 ქულა მოაგროვა, მაგრამ ლიდერობისთვის ესეც საკმარისი გამოდგა.

    მას შემდეგ, რაც ესპანეთში მოგებისთვის 3 ქულას იძლევიან, საწყის 7 ტურში ლიდერმა ასე ცოტა ქულა პირველად დააგროვა. აქამდე ანტირეკორდი "მალიორკას", "რეალსა" და "ატლეტიკოს" ეკუთვნოდათ, რომლებმაც 1998, 2005 და 2016 წლებში 15-15 ქულა დააგროვეს.

    7 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი, 21 ქულა ორჯერ დაფიქსირდა (2013 და 2017 წლებში) და ორივე შემთხვევაში ამ შედეგის ავტორი "ბარსელონა" იყო.

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    sergio busquets5 წევრი [?]

    30 სექტემბერი 2018 21:29

    აი რავიცი რა ვთქვა უკვე მეზარება ბარსას თამაშებზე ყურება ადრე თუ. გვიანობამდე ველოდებოდი მატჩს ეხლა.მხოლოდ ჰაილაითებს ვუყურებ.

    3
    გასულია
    Berlinetta♥ Culé [?]

    30 სექტემბერი 2018 19:00

    ციტატა: Messiah
    ციტატა: Berlinetta♥
    ციტატა: Messiah
    My Webpage


    ნახეთ !!

    ეს თემა უკვე დაძველდა :დ აქ უტხრა ვიცე კაპიტანი აღარ ხარო

    გვითერზე დევს და ვდრ ვკინკავ რაკიტიჩის ჰაილაითებს ... გუშინდელ თამაშში .. აი ვიდალი რატო შეცვალა გუშინ ? და რაკიტიჩი როგორ დატოვა



    ბუსკწტსიდ ა ვიდალი უნდა იყოს ცენტრში.. სხვა ვარიანტში ჯობს ამ სეზონზე უარი ვთქვათ დღესვე :დ და 4-4-2 უნდა დავაყენოთ რო როგორმე მაგ ტაქტიკის ხარჯზე არ ამოგვყოროს სწრაფმა და აგრესიულმა კლუბებმა...

    სემედო პიკე უმტიტი ალბა
    დემბელე ვიდალი ბუსკეტსი კოუ
    მესი სუა

    აბა რა, ამ ზანტი ნახევარმცველებით 4-3-3 არ გამოდის

    1
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    გასულია
    Berlinetta♥ Culé [?]

    30 სექტემბერი 2018 18:07

    ციტატა: Messiah
    My Webpage


    ნახეთ !!

    ეს თემა უკვე დაძველდა :დ აქ უტხრა ვიცე კაპიტანი აღარ ხარო

    გვითერზე დევს და ვდრ ვკინკავ რაკიტიჩის ჰაილაითებს ... გუშინდელ თამაშში .. აი ვიდალი რატო შეცვალა გუშინ ? და რაკიტიჩი როგორ დატოვა

    1
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly

    პარტნიორები

    Flashscore.ge