"ბარსა ბ"-მ მორიგი მეტოქე დაამარცხა და ცხრილის სათავეს მიუახლოვდა

  • 29-09-2018, 22:24
  • "ბარსა ბ"-მ მორიგი მეტოქე დაამარცხა და ცხრილის სათავეს მიუახლოვდა

    "ბარსელონას" სარეზერვო გუნდმა სეგუნდა დივიზიონ ბ-ში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ჩავი პიმიენტას გუნდმა თავის მოედანზე ცხრილში წინ მყოფი "ოლოტი" დაამარცხა. 

    კატალონიელებმა ორი სწრაფი გოლი გაიტანეს: მე-6 და მე-9 წუთებზე თავი დანიელ მორერმა და აბელ რუისმა გამოიჩინეს, ტაიმის ბოლოს კი ალან ბარომ სხვაობა შეამცირა. მეორე ტაიმში, ანგარიში აღარ შეცვლილა. 

    ამ მოგების შემდეგ, "ბარსა ბ"-მ მეცხრედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა მე-6 ტურის მატჩები ყველა გუნდს ჯერ არ გაუმართავს. 

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 29 სექტემბერი 2018 22:36

    Bichebo ras piqrobt reali atletikoze?

    0
    გასულია

    1 - 29 სექტემბერი 2018 22:26

    როგორ მეცოდება რა ეს სტარიჯი, ძაან ელეგანტური ფეხბურთელია და ყოველ მეორე თამაშში ტრამვას ირებს

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი