B ჯგუფიდან, "ბარსას" გარდა, ყველამ მოიგო

  • 24-09-2018, 01:10
  • B ჯგუფიდან, "ბარსას" გარდა, ყველამ მოიგო

    ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის წევრებმა გასული უქმეები წარმატებით დაიწყეს და ერთადერთი გუნდი, რომელმაც საკუთარ ჩემპიონატში ვერ მოიგო, ჯგუფის ფავორიტი და ლიდერი "ბარსელონაა".

    პსვ

    ყველაზე შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი გამარჯვება პსვ-მ იზეიმა. ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "ბარსელონასგან" განადგურებულმა ეინდჰოვენელებმა ჯავრი ერედივიზიონში უშუალო კონკურენტზე და ჰოლანდიური ფეხბურთის მთავარ გრანდზე, "აიაქსზე" იყარეს. პსვ-მ ამსტერდამელები 3:0 გაანადგურა, 100%-იანი შედეგი შეინარჩუნა და უახლოეს მდევარს, რომელიც სწორედ "აიაქსია", 5 ქულით გაასწრო.

    ტოტენჰემი

    ზედიზედ 2 წაგების შემდეგ, პრემიერ ლიგაში მოიგო "ტოტენჰემმა", რომელიც "ბრაიტონს" ეწვია. ლონდონელებმა, კეინისა და ლამელას გოლებით, 2:1 მოიგეს და მე-5 ადგილზე გადაინაცვლეს.

    ინტერი

    სერია A-ს მე-5 ტურში რთული გასვლა ჰქონდა "ინტერს". მილანელებმა, გენუაში "სამპდორიასთან" გამართული მატჩი 94-ე წუთზე ბროზოვიჩის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მოიგეს და მე-9 ადგილზე გადაინაცვლეს.


    ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში, 3 ოქტომბერს, 23:00 საათზე, "ტოტენჰემი" "ბარსელონას", ხოლო პსვ "ინტერს" უმასპინძლებს.

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    7 - 24 სექტემბერი 2018 16:58

    ციტატა: რეალი
    წინა წლებში ვარ ვარ ვარ გაიძახოდით და ახლა არ გინდათ? ეგ ვარ რომ არა ვალიადოლიდთან უკვე დაკარგული გექნებოდათ ქულები

    ..და რაა, მსაჯს როცა უნდა ნახავს, როცა არ უნდა არ ნახავს, მაინც მსაჯი წყვეტს ყველაფერს!
    პერესის და მისი ფულის მონა-ტებასის გასვენების დღეს აუცილებლად გადავფრინდები მადრიდში რომ საკუთარი თვალით დავინახო მართლა ეგენი იწვებიან თუ არა, რა ვიცი, რამე არ ჰქონდეთ დაგეგმილი და ძია ლენინივით ცვილის ფიგურები არ შეგვაპარონ.. smile smile smile

    0
    გასულია

    6 - 24 სექტემბერი 2018 08:48

    წინა წლებში ვარ ვარ ვარ გაიძახოდით და ახლა არ გინდათ? ეგ ვარ რომ არა ვალიადოლიდთან უკვე დაკარგული გექნებოდათ ქულები

    0
    გასულია

    5 - 24 სექტემბერი 2018 08:08

    ლიგაზე არ დაკარგოთ ქულები ბიჭებო.

    0
    გასულია

    4 - 24 სექტემბერი 2018 01:29

    ამ ვარ სისტემას წინ სამი ასო უნდა დაუმატონ და ზუსტად ჩაჯდება მათ დასახასიათებლად

    7
    --------------------
    TWO BEST PLAYER IN THE WORLD? - LIONEL AND MESSI. https://youtu.be/1dwrKftUh3Q
    საიტზეა

    3 - 24 სექტემბერი 2018 01:26

    ციტატა: ѕυperѕтαr
    ჯერ ყველაფერი წინ არის რათქმაუნდა დღევანდელი დღე მაგალითი უნდა იყოს მათი მოტოვაციის გასაოაგრბლად რომ სამართლიანად მოვიგოთ რაც გვეკუთვნის. იმედია ამ მსაჯს აღარასდროს ვნახავ ბარსას თამაშზე თორე მაგის შთამავლობაში იპოვნიან ჩემ გენიტალიებს

    ბრატ აქ ერთ კონკრეტულ მსაჯში არაა საქმე, არ გახსოვს შარშან წინ ლა ლიგაზე რეები გაგვიჩალიჩეს? სუფთა გოლები არ გვითვალეს და რა პენლები არ გვიდეს, მთლიანი ლა ლიგის მსაჯობა ერთი გუნდისთვის მუშაობს.

    0
    გასულია

    2 - 24 სექტემბერი 2018 01:22

    ჯერ ყველაფერი წინ არის რათქმაუნდა დღევანდელი დღე მაგალითი უნდა იყოს მათი მოტოვაციის გასაოაგრბლად რომ სამართლიანად მოვიგოთ რაც გვეკუთვნის. იმედია ამ მსაჯს აღარასდროს ვნახავ ბარსას თამაშზე თორე მაგის შთამავლობაში იპოვნიან ჩემ გენიტალიებს

    0
    --------------------
    TWO BEST PLAYER IN THE WORLD? - LIONEL AND MESSI. https://youtu.be/1dwrKftUh3Q
    საიტზეა

    1 - 24 სექტემბერი 2018 01:17

    დაიკიდეთ ახლა, მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ. ახლა ეგაა რო ფრთხილად უნდა იყვნენ აქაც და ლიგაზეც, ნებისმიერ დროს შეიძლება მსგავსი მარაზმი მოგვიწყონ. მსგავსი ხერხებით იბრძვიან მადრიდელები.

    2