ლუის სუარესი vs კრისტიან სტუანი

ლუის სუარესი vs კრისტიან სტუანი

ხვალ, სეზონის პირველ კატალონიურ დერბიში "ბარსელონა" "ჟირონას" შეხვდება. 

შეტევების დამაგვირგვინებელ ფაზაში თავის გამოჩენა ორივე მხრიდან პირველ რიგში, ურუგვაელ თავდამსხმელს დაევალება. საინტერესოა, რა განსხვავებაა ლუის სუარესის და კრისტიან სტუანის ბოლოდროინდელ სტატისტიკას შორის. 

წინა სეზონში, ორივემ 33 მატჩი ჩაატარა. სუარესმა ამ შეხვედრებში 25 გოლის გატანა მოახერხა, სტუანიმ კი - 21-ის. უფრო შესამჩნევი კი ისაა, რომ ლუისმა "ჟირონას" ფორვარდთან შედარებით 12-ით მეტი ასისტი შეასრულა. 

ეს მესამე თამაში იქნება, როცა თანამემამულეები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. აქამდე გამართულ 2 მატჩში, გატანა ვერცერთმა მოახერხა. 2014 წელს, როცა კრისტიანი "ესპანიოლში" თამაშობდა, "ბარსელონამ" მისი გუნდი სუარესის გარეშე 5-1 დაამარცხა, 2015 წელს კი 2-0 მოუგო. 

სამხრეთ ამერიკელებმა ნაკრებში ერთმანეთის გვერდით 19-ჯერ ითამაშეს. საერთოდ კი, ეროვნულ გუნდში ნაჩვენები შედეგით, "ბარსას" ფორვარდი სტუანის შესამჩნევად აღემატება: მას "ალბისელესტესთან" ერთად 55 გოლი აქვს გატანილი, სტუანის კი 55 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის ანგარიშზე მხოლოდ 4 ბურთია. 

ურუგვაელების კატალონიური დაპირისპირება 23 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    lurjibroweuli
    სტუმარი [?]
    #3 22 სექტემბერი 2018 21:49
    2
    კრისტიან სტუანს თუ აჯობა კი ყოფილა ბარსას დონის. რაღა გვიჭირს მაშინ :D
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #2 22 სექტემბერი 2018 21:38
    0
    იმედია ჩადგება ფორმაში. ცოტა წონაში უნდა დაიკლოს რომ ირბინოს და გოლებიც შეყაროს
    ფანი [?]
    #1 22 სექტემბერი 2018 21:26
    1
    მოუმატე სუა თორე ვის გადარებენ უკვე ხო ხედავ.სულ ესეც არააა ამის საქმე flushed