"ბარსელონა" ახალ სპორტულ ქალაქს ააშენებს

"ბარსელონა" ახალ სპორტულ ქალაქს ააშენებს

კატალონიის "ბარსელონამ" გადაწყვიტა, პროფესიონალების შემდეგ, სპორტული ქალაქი მოყვარული სპორტსმენებისთვისაც ააშენოს.

2006 წელს, "ბარსამ" გახსნა სპორტული ქალაქი Ciutat Esportiva Joan Gamper, რომელიც ფეხბურთის პირველი გუნდის ვარჯიშების გარდა, სპორტის სხვადასხვა სახეობების ახალგაზრდული გუნდების ვარჯიშებსა და თამაშებს მასპინძლობს.

მადრიდული AS, რადიო Cadena SER-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, "ბარსელონას" სურს ახალი სპორტული ქალაქი ააშენოს, რომელიც კატალონიური კლუბის წევრ მოყვარულ სპორტსმენებს მოემსახურება.

განიხილება ბარსელონას უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების ათვისება. უნივერსიტეტთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და წარმატებითაც მიმდინარეობს.

"ბარსელონა" მზადაა პროექტში 10-15 მილიონი ევრო დახარჯოს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, 2020 წელს, ახალი სპორტული ქალაქი "ბარსელონას" 2 ათას კლუბის წევრს უმასპინძლებს. კლუბის წევრებს საშუალება ექნებათ ფეხბურთით, მძლეოსნობით, რაგბითა და ეტლით კალათბურთით დაკავდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #3 22 სექტემბერი 2018 17:45
    0
    კაია.ისე კარგი იქნება საქართველოში ბარსელონას აკადემია რომ გაიხსნას
    . ინტერისა არი და ბარსამ რომ გააკეთოს კარგი იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 სექტემბერი 2018 20:51
    0
    იმედია კვირიკაშვილივით მარტო ლაპარაკით არ შემოიფარგლებიან და სიტყვას საქმედ აქცევენ.
    Culé [?]
    #1 21 სექტემბერი 2018 20:35
    0
    ძააან მაგარია