ტერ შტეგენი: მესი ყოველთვის ჩანს, მაგრამ "ბარსა" მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა

ტერ შტეგენი: მესი ყოველთვის ჩანს, მაგრამ "ბარსა" მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა

"ბარსელონას" გოლკიპერმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში პსვ-ს 4:0 განადგურების შემდეგ განაცხადა, რომ კატალონიური გუნდი არაა დამოკიდებული მხოლოდ ლიონელ მესიზე, რომელმაც ჰეთ თრიქი შეასრულა და უსმან დემბელე შეაქო.

"მესი ყოველთვის ჩანს, ყველამ იცის მისი დონე და მას ვერავინ შეედრება. თუმცა, მიუხედავად მისი სიდიადისა, გუნდში დანარჩენი 10 ფეხბურთელიცაა, რომლებმაც მოგებაში წვლილი შევიტანეთ. ჩვენ გუნდი ვართ და არა ერთი ფეხბურთელი.

დემბელემ საოცარი გოლი დროულად გაიტანა.

პსვ-ს დამარცხება ადვილი არაა. ის კარგად თამაშობს კონტრშეტევებზე, მაგრამ მივხვდით, როგორ უნდა დაგვეცვა თავი. გამარჯვებისთვის პლატფორმა შევქმენით." - ციტირებს ტერ შტეგენის სიტყვებს Football Espana.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    დე იონგი
    სტუმარი [?]
    #2 19 სექტემბერი 2018 18:04
    6
    მართალი ხარ შტეგო
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 19 სექტემბერი 2018 17:55
    9
    სწორს ამბობს შტეგენი.