"ბარსას" ჯგუფის მეორე შეხვედრა: "ინტერის" ქამბექი "ტოტენჰემთან"
"ბარსა"-პსვ-ს მატჩის პარალელურად, B ჯგუფში ერთმანეთს "სან სიროზე" "ინტერი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდნენ.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ანგარიში კი 53-ე წუთზე, კრისტიან ერიკსენის დარტყმით სტუმრებმა გახსნეს. თამაშის ბოლომდე "ტოტენჰემი" იგებდა, თუმცა მილანელებმა ქამბექი შემოგვთავაზეს: 85-ე წუთზე მაურო იკარდიმ გაათანაბრა, მე-2 დამატებულ წუთზე კი, მატიას ვესინოს გოლით, იტალიური გუნდი საერთოდ წინ გავიდა და შეხვედრა მოიგო.
ასე რომ, პირველი ტურის შემდეგ ჯგუფს "ბარსა" და "ინტერი" ლიდერობენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]