"ბარსელონამ" ტაილანდელი ბავშვები მაისურებით დაასაჩუქრა

  • 16-09-2018, 21:02
  • "ბარსელონამ" ტაილანდელი ბავშვები მაისურებით დაასაჩუქრა

    "ბარსელონამ" მღვიმის ტრაგედიას გადარჩენილ ტაილანდელ ბავშვებს საჩუქრად კლუბის მაისურები გაუგზავნა. 12 ახალგაზრდა ფეხბურთელი მწვრთნელთან ერთად დღეს მაე საიდში, მღვიმესთან ახლოს გამართულ ცერემონიას დაესწრნენ. 

    მათ მადლობა გადაუხადეს  მაშველთა ჯგუფს, რომლებმაც თავიანთი საქმის უნაკლოდ შესრულება მოახერხეს. 

    "ნორმალური ცხოვრება გვაქვს, ისეთი, როგორიც მღვიმეში შესვლამდე გვქონდა. ბევრი რამ არ შეცვლილა". - თქვა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა. 

    11-დან 16 წლამდე ასაკის ფეხბურთელები და მათი 26 წლის მწვრთნელი 23 ივნისს წყალდიდობის გამო ჩრდილოეთ ტაილანდში, ტამ ლუანგ ნანგის გამოქვაბულში ჩაიკეტნენ და მათი გამოყვანა მხოლოდ 10 ივლისს მოხერხდა. 

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 18 სექტემბერი 2018 00:16

    ქართველმა ბავშვება რა დაუშავათ :დდდდდ ერთხელ წაახალისონ ქართველებიც

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    საიტზეა

    1 - 17 სექტემბერი 2018 14:27

    კარგი საქციელია

    0