დევიდ ბექჰემს ახალ ამერიკულ გუნდში მესის მიყვანა სურს

  • 16-09-2018, 17:42
  • დევიდ ბექჰემს ახალ ამერიკულ გუნდში მესის მიყვანა სურს

    Sunday Times-ის ინფორმაციით, ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი მის მიერ დაარსებულ კლუბში, "ინტერ მაიამიში" ლიონელ მესის მიყვანას გეგმავს. 

    "მაიამი" MLS-ში 2020 წელს ჩაერთვება, როცა არგენტინელი 33 წლის იქნება და "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტის ბოლო სეზონს ითამაშებს. 

    იანვარში, როცა კლუბი ოფიციალურად დაარსდა, მესიმ ბექჰემს მიულოცა, ახალ პროექტში წარმატება უსურვა და ისიც უთხრა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მისგან ზარს ელოდა.

    ზუსტად ვერ ვიტყვით, "ბარსას" კაპიტანმა იხუმრა თუ ეს სერიოზულად თქვა, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკულ გუნდს სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს და მას კრიშტიანუ რონალდუსაც უკავშირებდნენ. ანტუან გრიზმანმაც განაცხადა, რომ ბექჰემის კლუბის წევრი სიამოვნებით იქნებოდა. 

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    5 - 18 სექტემბერი 2018 00:15

    აუფ მომინდომა ბიჭმა

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    4 - 16 სექტემბერი 2018 20:05

    ამას ადრეც ხო ქონდა გუნდი იმას რა მოუვიდა

    0
    საიტზეა

    3 - 16 სექტემბერი 2018 19:50

    ოო ბექემ არ გამოგივა ეგ... ამიტომ ჯობია გაანებო თავი😂

    0
    --------------------
    ამბობენ, რომ ღმერთისთვის, ყველა ადამიანი თანასწორია. მესი კი ამ სიტყვებში სერიოზულად დაგაეჭვებს."
    გასულია

    2 - 16 სექტემბერი 2018 19:38

    მეტი რა გინდა ბექჰემ

    0
    გასულია

    1 - 16 სექტემბერი 2018 18:47

    Kide ra unda.mesi aq daamtabrebs karieras.maqsimum bolo erti weli new old boysshi

    6