ჩემპიონთა ლიგისთვის მზადება დაიწყო [ვიდეო]

  • 16-09-2018, 16:14
  • ჩემპიონთა ლიგისთვის მზადება დაიწყო [ვიდეო]

    "სოსიედადთან" ჩატარებული რთული მატჩის შემდეგ, "ბარსელონას" ფეხბურთელები კატალონიაში დაბრუნდნენ და ჩემპიონთა ლიგისთვის მზადება დაიწყეს. 

    ძირითადი გუნდის მოთამაშეებთან ერთად, ტიტო ვილანოვას სახელობის მოედანზე "ბარსა ბ"-ს წევრებმა, ჟოკინ ესკიეტამ და ორიოლ ბუსკეტსმაც ივარჯიშეს. იყო კარგი სიახლეც: ბრაზილიელმა შემტევმა, მალკომმა ვარჯიში განაახლა და დიდი ალბათობით, თამაშისთვის მზად მალე იქნება. 

    პსვ-ს წინააღმდეგ ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩი 18 სექტემბერს გაიმართება. ჰოლანდიელები ესპანეთში კარგი განწყობით ჩავლენ, რადგან ახლხანს საკუთარ ჩემპიონატში "დენ ჰააგი" გამანადგურებელი ანგარიშით, 7-0 დაამარცხეს. 


    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა

    2 - 16 სექტემბერი 2018 20:10

    რაკიტიჩი რა გულის ამრევად იცვინის რა ყველაფრით თავს მაზიზღებს

    0
    გასულია

    1 - 16 სექტემბერი 2018 16:34

    კარგ ფორმაშია პეესვე .. ლოზანო დაფრინავს წელს .. პოზიციურად მისი ყიდვა ჯობდა ნამდვილად,,, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ მალკომში უფრო დიდი ტალანტია .. ბოლო მატჩი სადაც 7-0 მოიგეს.. 10 100 % იანი მომენტი კიდევ გაანიავეს .. თამაშს არ ჩაკეტავენ და კარგი იგრა წავა მგონია ... სასიამოვნო იქნება ლოზანოს ხილვა გრანდთან .. მერე აიაქსს ხვდებიან .. და საერთოდ ერედივიზიონი ძალიან მხიბლავს სანახაობაა და ახლგაზრდა ტალანტები იქ გამაშობენ თუ თამაშობენ...

    2
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    Loading...

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა