"სოსიედადი"-"ბარსელონა" - ერნესტო ვალვერდე მატჩის წინ

  • 14-09-2018, 18:18
  • "სოსიედადი"-"ბარსელონა" - ერნესტო ვალვერდე მატჩის წინ

    "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "სოსიედადთან" ხვალ გასამართი მატჩის წინ, ჟურნალისტების კითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხა.

    ტრადიციულად რთული მეტოქე

    "ჩვენთვის, ეს ისტორიულად რთული დაპირისპირებაა. წინა სეზონში ნავსი გავტეხეთ, რადგან ეს ძალიან გაგვიჭირდა. "სოსიედადს" მაღალი დონის გუნდი ჰყავს, თუმცა არაერთი ფეხბურთელი შეიცვალა."

    "ჟირონასთან" ამერიკაში თამაში

    "იმის გათვალისწინებით, რომ ეს საკითხი აქტუალური 2 კვირის წინ გახდა, ხოლო თამაში იანვარში იმართება, გვირჩევნია, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. თამაშამდე ჯერ შორია. საუბარი იყო ფეხბურთელებთანაც."

    როტაცია

    "რა თქმა უნდა, კალენდარზე ვფიქრობ, რადგან გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ბევრი იმგზავრეს, ასევე ისეთები, რომლებიც ბოლომდე მზად არ არიან. ბუნებრივია, ცვლილებები იქნება."

    მხოლოდ ერთი "ბარსელონელი" ესპანეთის ნაკრებში

    "არა მგონია, ეს სანერვიულო იყოს. სიტუაციის სწორად შეფასება უნდა ვიცოდეთ."

    დასვენებული მესი, ალბა და პიკე

    "გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც სხვებზე მეტად დაისვენეს და რა თქმა უნდა, ეს მომწონს."

    7 თამაში 23 დღეში

    "11 ფეხბურთელზე მეტი უნდა გამოვიყენოთ. ლა ლიგის პირველ სამ ტურში უფრო შეზღუდულები ვიყავით. ტრავმების თავიდან ასაცილებლად როტაციას უნდა მივმართოთ."

    ბუსკეტსის მნიშვნელობა

    "ფუნდამენტალური ფეხბურთელი, რომელიც გუნდის სათამაშო სტილის განსახიერებაა. ბუსკეტსის მსგავს ფეხბურთელებზე იმედს ყოველთვის ამყარებ."

    კარლეს ალენია

    "ჩვენი განზრახვაა, რომ თავიდან ის მეორე გუნდს დაეხმაროს, შემდეგ კი, პირველ გუნდში გადმოვიდეს."

    არტური და არტურო ვიდალი

    "ჩვენი გეგმა თამაშების მოგებაა. ისინი კონკურენტუნარიან გუნდში არიან. მათ, წინა დღეებში, ბევრი იმოგზაურეს. შესაძლოა, მათთვის, ეს საუკეთესო კვირა არ იყოს. არტური ამერიკიდან დაგვიბრუნდა, ვიდალი - კორეიდან. მათ ბევრი იმგზავრეს."

    უსმან დემბელე

    "გვინდა, რომ ის შემტევი მენტალიტეტის ფეხბურთელი იყოს, რადგან მას ამის ნიჭი აქვს."

    ჟორდი ალბას რეზერვისტი

    "რამდენიმე ვარიანტი გვაქვს: მირანდა, ვერმალენი, სერჟი რობერტო... ვნახოთ."

    გვარდიოლა, ესპანეთის ნაკრების მომავალი მწვრთნელი

    "საკუთარ თავზე საკმარისი სანერვიულო მაქვს საიმისოდ, რომ სხვებზე არ ვიფიქრო."

    არტურის ადაპტაცია

    "მისი ადაპტაცია კარგად მისდის. როდესაც ბურთს ვაძლევთ, ის მას არ კარგავს. ის, ბურთთან ერთად, საიმედოა. თუმცა, გუნდში დიდი კონკურენციაა. ასევე არსებობს თამაშის სხვა ასპექტებიც, მაგალითად, პოზიციური თამაში, ან მეტოქის საჯარიმოში შესვლა. ამაზე მასთან უკვე ვმუშაობთ."

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    13 - 15 სექტემბერი 2018 13:18

    მე მჯერა რომ ვალვერდე ჩ. ლიგას მოიაგებინებს გუნდს და მეტიც ტრებლს დავდებთ! wink heart_eyes

    1
    გასულია

    12 - 15 სექტემბერი 2018 01:35

    აბა შენ იცი ვალო შენი იმედი მაქვს სწორი კამანდა უნდა დააყენო ამ 7 მატჩში და სწორი როტაციები უნდა გააკეთო

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    11 - 14 სექტემბერი 2018 23:58

    ამ რობერტოს იმენა ბოლომდე გაუყარა რაა :(((( ჯერ მარჯვენა ფლანგზე ტანჯავს და ახლა მარცხენასაც უმატებს, ან რა ვერმალენი კაცი კასტილებით თამაშობს და რა უნდა ქნას მაგან ფლანგზე? რაის შემტევი ეგაა? ჯობს შანსი მიცეს მირანდას და ზამთარში დაიმატონ ვინმე

    0
    გასულია

    10 - 14 სექტემბერი 2018 23:50

    არა რა,არამგონია ბარსელონამ ვალიკოს ხელში მოიგოს ლიგა რა,უფრო შიდა ჩემპიონატის კაცია,ვშიშობ ეს სეზონი ბოლო იქნება მისთვის.

    0
    საიტზეა

    9 - 14 სექტემბერი 2018 23:16

    უმეტეს ნაწილს ვალვერდეს წასვლა უნდა გუნდიდან და სიმართლე გითხრათ ცოტა სასაცილოც არის უკვე..რეალურ მიზეზს ვერავინ მეტყვის რატომ უნდა წავიდეს იმიტომ რომ პრობლემას ყველა ინდივიდუალურად უყურებს ზოგს უნდა რობერტო არიყოს ფლანგზე და სემედუ იყოს ზოგს რა არ მოსწონს ზოგს რა არ..თუ ესეთი პროფესიონალები ხართ სამწვრთნელო ლიცენზიის აღება ყველა თქვენთაგანს შეუძლია..ყველა ნუ მიიღებს თავის თავზე და საქყენადაც ნუ მიიღებთ

    6
    გასულია

    8 - 14 სექტემბერი 2018 22:46

    ციტატა: ѕυperѕтαr
    ციტატა: Don vinton
    აუ გვარდიოლაზე რო პასუხი გასცა ჩავჟირდი სიცილით :D რრა როჟააა :Dდდდდ

    :დდდდდდ გამეცინა მეც მაგარი ოხუნჯია

    მე საერთოდ არ გამეცინა იმიტორო მანამდე რობერტოს მარცხენა ფლანგზე თამაში დააანონსა და მანდ მოვკვდი და მაგ პასუხმა გამაცოცხლა :D

    0
    --------------------
    Forca Barca!!!
    საიტზეა

    7 - 14 სექტემბერი 2018 20:41

    ვალვერდე რამე არ მიქარო და არ წააგო თორე გინება არ აგცდება

    1
    გასულია

    6 - 14 სექტემბერი 2018 20:07

    პაულინიოს ეგრევე შესცა და ვიდალს არ ათამაშებს

    1
    გასულია

    5 - 14 სექტემბერი 2018 20:03

    ციტატა: Don vinton
    აუ გვარდიოლაზე რო პასუხი გასცა ჩავჟირდი სიცილით :D რრა როჟააა :Dდდდდ

    :დდდდდდ გამეცინა მეც მაგარი ოხუნჯია

    0
    --------------------
    TWO BEST PLAYER IN THE WORLD? - LIONEL AND MESSI. https://youtu.be/1dwrKftUh3Q
    გასულია

    4 - 14 სექტემბერი 2018 19:32

    Valiko am sezonshi Liga unda dado

    0
    --------------------
    ❤️❤️❤️Tito Vilanova The Chessman ❤️❤️❤️
    გასულია

    3 - 14 სექტემბერი 2018 19:24

    შენ თამაშის წინ სულ სხვას ამბობ და მერე სულ სხვას ასრულებო. როტაციას მიმართავო ხო თქვა. ახლა შვიდივე მათჩში ერთიდაიგივე შემადგენლობას დააყენებს ეს სლე

    0
    გასულია

    2 - 14 სექტემბერი 2018 18:57

    ვალიკო გაგვახარე... წადი ,წადი,წადიიიიი!

    2
    გასულია

    1 - 14 სექტემბერი 2018 18:54

    აუ გვარდიოლაზე რო პასუხი გასცა ჩავჟირდი სიცილით :D რრა როჟააა :Dდდდდ

    2
    --------------------
    -გაუჩო----ეტოო----მესი-