"სოსიედადი" "ბარსელონას" საკადრო პრობლემებით ხვდება

  • 14-09-2018, 15:51
  • "სოსიედადი" "ბარსელონას" საკადრო პრობლემებით ხვდება

    "რეალ სოსიედადის" ფეხბურთელებმა, "ანოეტაზე" მოედნის საფარის გამოცვლის შემდეგ, დღეს პირველად ივარჯიშეს და შიშები, თითქოს ახალი საფარი პრობლემებს შექმნიდა, არ გამართლდა - მოედანმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

    მოედნის მხრივ არა, მაგრამ "სოსიედადს" საკადრო პრობლემები აქვს. ცნობილია, რომ სან სებასტიანელებს "ბარსელონასთან" ადნან იანუზაი და დიეგო ლიორენტე ვერ დაეხმარებიან. ასევე საეჭვოა სანდრო რამირესის, ვილიან ჟოზეს, საულ ნავასისა და ექტორ მორენოს დაბრუნება. ამ ფეხბურთელებს ბოლო ვარჯიშები გაუცდათ. დღეს, რაულ ნავასი და ექტორ მორენო გუნდს დაუბრუნდნენ, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა ისინი სრულად მზად.

    რაც შეეხებათ ვილიან ჟოზესა და სანდრო რამირესს, მათ დღესაც არ უვარჯიშიათ.

    თეგები: სოსიედადი

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 15 სექტემბერი 2018 01:29

    ძალიან კარგი რაც უფრო მარტივად მოვიგებთ და ნაკლებ ძალას დავხარჯავთ მით უკეთესი

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    3 - 14 სექტემბერი 2018 20:20

    ამ ჩემს კაჭკაჭას თუ ვერ ითამაშებენ.

    0
    გასულია

    2 - 14 სექტემბერი 2018 17:00

    კარგია ანოეტაზე თმაში სულ გვიჭირს.უნდა მოვიგოთ

    0
    საიტზეა

    1 - 14 სექტემბერი 2018 16:11

    უნდა გავანადგუროთ

    0