რთული კალენდარი - 7 მატჩი 23 დღეში

რთული კალენდარი - 7 მატჩი 23 დღეში

"ბარსელონას", სანაკრებო პაუზის შემდეგ, დაძაბული პერიოდი ელის. კატალონიური გუნდი 23 დღეში 7 მატჩს გამართავს, რაც საშუალოდ ყოველ სამ დღეში თამაშს ნიშნავს. ერნესტო ვალვერდეს გუნდი 5 შეხვედრას ესპანეთის ჩემპიონატში გამართავს, 2-ს კი - ჩემპიონთა ლიგაზე.

"ბარსელონა" ხვალ, 15 სექტემბერს, 18 საათსა და 15 წუთზე, "ანოეტაზე" "სოსიედადს" ესტუმრება. ამ სტადიონზე მოგება ისტორიულად რთულია, თუმცა გასულ სეზონში კატალონიელებმა ნავსი უკვე გატეხეს. "ბარსა", მხოლოდ სამი დღის შემდეგ, სამშაბათს, 18 სექტემბერს, 20 საათსა და 55 წუთზე, ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის პირველ მატჩში "კამპ ნოუზე" პსვ-ს უმასპინძლებს, კვირას, 23 სექტემბერს, 22 საათსა და 45 წუთზე კი "ჟირონასთან" კატალონიურ დერბის გამართავს.

"ჟირონას" შემდეგ "ბარსელონა", ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე, ლა ლიგაში კიდევ ორ შეხვედრას გამართავს - კატალონიური გუნდი ოთხშაბათს, 26 სექტემბერს, 22:00 საათზე "ლეგანესს" ესტუმრება, სამი დღის შემდეგ კი შაბათს, 29 სექტემბერს, 18 საათსა და 15 წუთზე "ბილბაოს" უმასპინძლებს.

ამის შემდეგ კატალონიელებს "ტოტენჰემთან" და "ვალენსიასთან" ორი გასვილითი მატჩი ელით. "ბარსა" ოთხშაბათს, 3 ოქტომბერს, 23:00 საათზე ლეგენდარულ "უემბლიზე" "მამლებს" დაუპირისპირდება, ბოლოს კი კვირას, 7 ოქტომბერს, 22 საათსა და 45 წუთზე "მესტალიაზე" "ღამურებს" ეწვევა.

იმედია, "ბარსელონა" ყველა მატჩში სასურველ შედეგს დააფიქსირებს და რთულ პერიოდს წარმატებით დაძლევს.

"ბარსას" სრული კალენდარი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 სექტემბერი 2018 19:22
    0
    ციტატა: sergio busquets5
    უნდა მოიგონ ყველა მატჩი.

    როგორ? იქნებ ურჩიო ვალვერდეს.
    philipe coutinho
    სტუმარი [?]
    #3 14 სექტემბერი 2018 17:27
    0
    აქ თუ ყველა მატჩის მგება ფანტასტიკის სფეროდან მგონია ლა ლიგაში ერთი-ორი ჩაგდებული თამაში და უემბლიზე ფრე არიქნება კატასტროფა ვფიქრობ გარდა ამისა ლა ლიგაშI რეალსაც იგივე რაოდენობის თამაშები უწევს და ვფიქრობ ეგენიც დაკარგავენ ქულებს
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #2 14 სექტემბერი 2018 16:18
    0
    უნდა მოიგონ ყველა მატჩი.
    Culé [?]
    #1 14 სექტემბერი 2018 15:58
    7
    Cota rotacias tu ar mimarta valverdem da arturi malkomi vidali ar gamoiyena katastrofulad gadaiwveba gundi.