რაფინიას კვლავ "ინტერი" იწვევს

  • 14-09-2018, 15:17
  • რაფინიას კვლავ "ინტერი" იწვევს

    მილანის "ინტერი" "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის, რაფინია ალკანტარას დაბრუნების საკითხს იანვარში მიუბრუნდება. ამ ინფორმაციას, Calciomercato-ზე დაყრდნობით, Sport ავრცელებს.

    რაფინიამ, გასული სეზონის მე-2 ნახევარი იჯარით სწორედ "ინტერში" გაატარა. შეთანხმების მიხედვით, თუ მილანელები ჩემპიონთა ლიგაზე გავიდოდნენ, მათ ბრაზილიელი 35 მილიონ ევროდ უნდა გამოესყიდათ, მაგრამ "ნერაძური" ვალდებულება ფინანსური ფეარ ფლეის გამო ვერ შეასრულა და რაფინია "ბარსელონაში" დაბრუნდა.

    ერნესტო ვალვერდე 25 წლის ფეხბურთელზე იმედებს კვლავ არ ამყარებს და "ბარსას" მისი იანვარში გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი. იტალიური და ესპანური პრესის ცნობით, დაინტერესებული კლუბი კვლავ "ინტერია".

    გასული სეზონის მე-2 ნახევარში, რაფინიამ "ინტერში" 17 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 14 სექტემბერი 2018 23:22

    ეხლა არსად არ უნდა გაუშვან ძალიან რთული კალენდარი გვაქვს და როტაციებში დაგვჭირდება

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    3 - 14 სექტემბერი 2018 22:53

    არ წახვიდე

    0
    --------------------
    მე მიყვარს ბარსა და მეყვარება ცხოვრების ბოლომდე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
    გასულია

    2 - 14 სექტემბერი 2018 16:20

    წაიღეთ 35 მილიონად

    0
    გასულია

    1 - 14 სექტემბერი 2018 15:19

    მესის ინტერვიუ-My Webpage

    1