MD: "ბარსელონას" ანდრე კურისთვის 6.6 მილიონი არ გადაუხდია

MD: "ბარსელონას" ანდრე კურისთვის 6.6 მილიონი არ გადაუხდია

ესპანური SER-ის მიერ გუშინ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც, ნეიმარის პსჟ-ში ტრანსფერიდან 3%, ანუ 6.6 მილიონი ევრო "ბარსას" ერთ-ერთ თანამშრომელს, ანდრე კურის შეხვდა, დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

კატალონიური Mundo Deportivo-ს ჟურნალისტებმა ამ საკითხზე "ბარსელონას" მიმართეს, პასუხად კი მიიღეს: "ჩვენ მისთვის არაფერი გადაგვიხდია და არც ვაპირებთ."

ასევე Mundo Deportivo-ს ცნობით, ანდრე კური ერთ-ერთი იყო, ვინც ნეიმარის "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლას ეწინააღმდეგებოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    achi del barça
    სტუმარი [?]
    #1 14 სექტემბერი 2018 16:08
    0
    იურიდიულად ეს ტრანსფერი არ იყო და ნეიმარზე აგორებული ყველა თემა ცარიელი ზღაპრებია. გამოისყიდა იმ კაცმა კონტრაქტი პსჟს არ უყიდია.