ვიქტორ ფონტი: თუ ხელმძღვანელობამ ასე გააგრძელა, ახალი "მილანი" გავხდებით
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი, ვიქტორ ფონტი საუბრობს იმის მიზეზზე, თუ რატომ ვერ ახერხებს ბოლო დროს ლა მასია ძირითადი გუნდის შესაფერისი ფეხბურთელების აღზრდას.
"არ ვფიქრობ, რომ ლა მასიას რამე სჭირს. უბრალოდ, ის ადამიანები, რომლებსაც ახალგაზრდებზე პასუხისმგებლობა ადრე ეკისრებოდათ და კლუბის მოდელს კარგად იცნობდნენ, "ბარსელონაში" აღარ მუშაობენ.
იმისთვის, რომ აკადემიამ კარგი მოთამაშეებით რეგულარულად მოგამარაგოს, მასზე უნდა იზრუნო და მხოლოდ ლაპარაკით არ უნდა შემოიფარგლო. საქმეში ისეთი ხალხი უნდა მოვიდეს, ვისაც კარგად ესმის, რისი გაკეთებაა საჭირო. ისიც კარგია, როცა გუნდის სათავეში ყოფილი ფეხბურთელები მოდიან.
იოჰან კრუიფის წასვლის შემდეგ, ხელმძღვანელობა არასწორ გადაწყვეტილებებს ხშირად იღებდა. მაგალითად, ბოლო წლებში "ბარსელონაში" ისეთი მწვრთნელები მუშაობდნენ, რომლებიც კლუბის პროფილს არ შეესაბამებოდნენ.
კლუბის მენეჯმენტის ახლანდელი მოდელი ერთ კონკრეტულ იდეას არ შეესაბამება და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ახალი "მილანი" გავხდებით". - აცხადებს ფონტი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]