"ბარსელონამ" კატალონიის ეროვნული დღე აღნიშნა

  • 11-09-2018, 17:21
  • "ბარსელონამ" კატალონიის ეროვნული დღე აღნიშნა

    "ბარსელონას" დელეგაციამ დღეს, 11 სექტემბერს, კატალონიის დღე ბარსელონას ქუჩაში გამოსვლით და რაფაელ კაზანოვას მონუმენტის ყვავილებით შემკობით აღნიშნა.

    ღონისძიებაში მონაწილეობა ჟოზეპ მარია ბართომეუმ კლუბის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მიიღო. მათთან იყვნენ პირველი გუნდის ფეხბურთელები კარლეს ალენია და სერჟი სამპერი, კალათბურთის გუნდის მწვრთნელი სვეტისლავ პეშიჩი და მოთამაშე პაუ რიბასი. ასევე, სხვა გუნდების წარმომადგენლებიც.

    11 სექტემბერი, კატალონიაში, 1714 წელს ესპანეთთან ომის წაგებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის დღეა. ამ დღეს, პატივს მიაგებენ რაფაელ კაზანოვას, რომელიც იმ დროს ქალაქ ბარსელონას მერი და ალყის დროს კატალონიელთა მთავარსარდალი იყო.

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    17 სექტემბერი 2018 21:42

    კარგია

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied