"ბარსელონამ" თვალი კიდევ ერთ ბრაზილიელ ტალანტს დაადგა

"ბარსელონა" ბრაზილიურ ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს. Sport-ის ცნობით, კატალონიელთა მორიგი სამიზნე "ფლამენგოს" ახალგაზრდა ნახევარმცველი ლუკას პაკეტაა.

პაკეტა ერთ-ერთ ბრაზილიელ მარგალიტად ითვლება, რომელზეც ბრაზილიური ფეხბურთი მომავალში უნდა აეწყოს, არტურთან ერთად.

21 წლის ლუკას პაკეტა "ფლამენგოს" სკოლის აღზრდილია. რიო დე ჟანეიროელთა პირველ გუნდში, 2016 წლიდან დღემდე, მან 36-ჯერ ითამაშა და 7 გოლი გაიტანა.

ლუკას პაკეტა ტიტემ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა და საბოლოოდ ის რეზერვისტებში დატოვა. პაკეტა 35-კაციან სიაში ყველაზე ახალგაზრდა იყო.

ეროვნულ გუნდში ფეხბურთელის დებიუტი რამდენიმე დღის წინ, აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა, როდესაც ის მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა.

პაკეტას გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა და მისი დამატებით "პარი სენ-ჟერმენიცაა" დაინტერესებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 10 სექტემბერი 2018 19:11
    1
    უჰ თუ ვინმეზე შეიძლება დღეს ტალანტიაო თქვა ნაღდად ეს ბიჭია ! მომავალში რა მოხდება არ ვიცი მაგრამ უნიჭიერესი რომ არის ფაქტია !ვინც ფლამენგოს თამაშებს უყურებდით სილკნეტზე მაშინ გეცოდინებათ ბრაზილეირაოს მიმოხილვებშიც ხვდებოდა
    Basi
    სტუმარი [?]
    #5 10 სექტემბერი 2018 18:07
    0
    Moiyvanon paketa esbichi didfexburts itamashebs
    axalgazrdebit daakomleqton gundi
    Culé [?]
    #4 10 სექტემბერი 2018 15:22
    1
    აუუ ეს იყიდონ ნეტა მართლა უმაგრესი ბიჭი, უნიწიერესი და უტექნიკურესია

    ციტატა: Berlinetta♥
    ყველგან თამაშობს.. ტანმაღალია მაგრამ არანორმალურად ტექნიკური, სისწრაფეც აქვს .. მაინც ვერ გავიგე ამის პოზიცია

    ზუსტად მაგიტომა საინტერესო, არანორმალურად ტექნიკურია მართლა და მრავალ პოზიციაზე შეიძლება მოსინჯვა.

    ციტატა: publius kornelius
    შემტევი არის საყრდენი თუ ფორვარდი ვერ გავიგე . 2 მეტრიანი უსაიმ ბოლტივით სწრაფი და რონალდინიოსავით ტექნიკური. მაგარი კომბინაცია არის . რაფინიას დენისს და ასეთ ხარახურებს ჯობია აშკარად.

    რა ორ მეტრიანი, 1.80 ია სიმაღლეში შემტევი ნახებარმცველია რეალურად მაგრამ ყველგან შეუძლია თამაში

    ციტატა: Berlinetta♥
    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: Berlinetta♥
    ყველგან თამაშობს.. ტანმაღალია მაგრამ არანორმალურად ტექნიკური, სისწრაფეც აქვს .. მაინც ვერ გავიგე ამის პოზიცია

    ხოო ხშირად იცვლის, ნახევარდაცვის ცენტრში იშვიათად არის, უფრო შემტევი ნაევარმცველია, ხან ფლანგიდან უტევს, ტექნიკა მართლა სასწაული აქვს. ბრაზილიის ერია ას მიმოხილვებს სულ ვუყურებ და ყველა ტურში რაღაც სასწაულს აკეთEბს. პრსოტა წავიკითხე პსჟ ესთან ყველაფერი შეათანხმაო, თან პსჟ ში ნახევარმცველი არ ყავთ ფაქტიურად და ჩვენთან ასეთ კონკურენციაში არ მოვა. + ბრაზილიელებს ფული უყვართ და ფული სადაცაა კი ვიცით

    ხო კოუტინიოს კონკურენტი იქნება ჩვენთან და რა შანსი აქვს კოუსთან ყველამ ვიცით .. მე აუარი მინდა ძალიან, ინიესტაზე აფანატებს და მაგარი ბავშვია ისედაც .. მარა გაჭირდება ნახევარდაცვაში ვინმეს მოყვანა სანამ მარად მწვანე ტალანტები არ წავლენ .. მხოლოდ პუჩის იმედი მაქვს ..

    მაინც ყიდვა და განათხოვრება ჯობს ერთი ორი წლით. ბრაზილიას თუ ახლა სამი დიდი ტალანტი ყავთ ერთ ერთი ესაა, რეალმა ვინიციუსი აგვახია და ეს მაინც რო დავიტრიოთ მაგარი იქნება. ორ სამ წელიწადში რა იქნება არავი იცის და მერე უკვე ესეც მზად იქნება რა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 სექტემბერი 2018 14:54
    0
    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: Berlinetta♥
    ყველგან თამაშობს.. ტანმაღალია მაგრამ არანორმალურად ტექნიკური, სისწრაფეც აქვს .. მაინც ვერ გავიგე ამის პოზიცია

    ხოო ხშირად იცვლის, ნახევარდაცვის ცენტრში იშვიათად არის, უფრო შემტევი ნაევარმცველია, ხან ფლანგიდან უტევს, ტექნიკა მართლა სასწაული აქვს. ბრაზილიის ერია ას მიმოხილვებს სულ ვუყურებ და ყველა ტურში რაღაც სასწაულს აკეთEბს. პრსოტა წავიკითხე პსჟ ესთან ყველაფერი შეათანხმაო, თან პსჟ ში ნახევარმცველი არ ყავთ ფაქტიურად და ჩვენთან ასეთ კონკურენციაში არ მოვა. + ბრაზილიელებს ფული უყვართ და ფული სადაცაა კი ვიცით

    ხო კოუტინიოს კონკურენტი იქნება ჩვენთან და რა შანსი აქვს კოუსთან ყველამ ვიცით .. მე აუარი მინდა ძალიან, ინიესტაზე აფანატებს და მაგარი ბავშვია ისედაც .. მარა გაჭირდება ნახევარდაცვაში ვინმეს მოყვანა სანამ მარად მწვანე ტალანტები არ წავლენ .. მხოლოდ პუჩის იმედი მაქვს ..
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    [?]
    #2 10 სექტემბერი 2018 14:47
    2
    ციტატა: Berlinetta♥
    ყველგან თამაშობს.. ტანმაღალია მაგრამ არანორმალურად ტექნიკური, სისწრაფეც აქვს .. მაინც ვერ გავიგე ამის პოზიცია

    ხოო ხშირად იცვლის, ნახევარდაცვის ცენტრში იშვიათად არის, უფრო შემტევი ნაევარმცველია, ხან ფლანგიდან უტევს, ტექნიკა მართლა სასწაული აქვს. ბრაზილიის ერია ას მიმოხილვებს სულ ვუყურებ და ყველა ტურში რაღაც სასწაულს აკეთEბს. პრსოტა წავიკითხე პსჟ ესთან ყველაფერი შეათანხმაო, თან პსჟ ში ნახევარმცველი არ ყავთ ფაქტიურად და ჩვენთან ასეთ კონკურენციაში არ მოვა. + ბრაზილიელებს ფული უყვართ და ფული სადაცაა კი ვიცით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 სექტემბერი 2018 14:31