ალენიას წარმატებული დაბრუნება და "ბარსა ბ"-ს პირველი მოგება

ალენიას წარმატებული დაბრუნება და "ბარსა ბ"-ს პირველი მოგება

დღევანდელი დღე კარლეს ალენიასთვის და "ბარსა ბ"-სთვის წარმატებული გამოდგა. პირველი მათგანი მოედანზე ივნისის შემდეგ პირველად გავიდა, მისმა გუნდმა კი სეზონში პირველად მოიგო.

ალენია პირველი გუნდის წევრია, მაგრამ ფორმის აღდგენამდე ის "ბარსელონა ბ"-ში ითამაშებს. 20 წლის ფეხბურთელმა "საბადელთან" სტუმრად გამართული დღევანდელი დაპირისპირება სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და თამაშში ის 61-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 0:0 იყო.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე გავიდა, როდესაც მარცხენა ფლანგზე ხუან მირანდას აქტიურობას ალეიშ ლუცენას ავტოგოლი მოჰყვა.

3 ტურის შემდეგ, 3 ქულით, "ბარსა ბ" ესპანეთის მე-3 დივიზიონში მე-15 ადგილს იკავებს.

ბარსელონა : ესკიეტა, გილიემი (მინგესა 75), ჩუმი, კუენკა, მირანდა, სარსანედასი (ალენია 61), ბალოუ, მონჩუ, მუხიკა, კოლიადო, კიკე სავერიო (მაკგინი 89)

გოლი: 0:1 ლუცენა 75 (ს.კ.)

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.