"ბარსელონამ" სილესენის შემცვლელი შეარჩია

"ბარსელონამ" სილესენის შემცვლელი შეარჩია

იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონას" სარეზერვო მეკარე იასპერ სილესენი დატოვებს, მას მისივე თანამემამულე, პსვ-ს კიპერი იერუმ ზოეტი შეცვლის.

ცნობილია, რომ სილესენს პირველობის ამბიცია აქვს, მაგრამ ერნესტო ვალვერდე ტერ შტეგენის მისით ჩანაცვლებას არ აპირებს. აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, 29 წლის ჰოლანდიელმა კატალონიური გუნდის დატოვება გადაწყვიტოს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსა" სილესენის წასვლისთვის მზადაა და კლუბს მის შემცვლელად ასევე ჰოლანდიელი, 27 წლის მეკარე ჰყავს შერჩეული. პსვ-ს კარის დარაჯი, რომელიც ჰოლანდიის ნაკრებში სილესენის რეზერვისტია, იაფი ეღირება და ის მზად იქნება ტერ შტეგენის რეზერვისტობას დასთანხმდეს.

მიუხედავად ამისა, "ბარსელონას" პრიორიტეტი სილესენის შენარჩუნებაა და ზოეტის ტრანსფერი მხოლოდ იასპერის წასვლის შემთხვევისთვის განიხილება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Arthur Melo
    სტუმარი [?]
    #6 8 სექტემბერი 2018 18:41
    1
    ხალხი შემოდის საიტზე და რა ვალდებულია ამ ყველაფერს უყუროს? ხო ხედავ შენ კიდევ რო პროვიკაციაზე მოდის, იმდენს ვერ ხვდები რო არ აყვე?
    უეფადრიდი
    სტუმარი [?]
    #5 8 სექტემბერი 2018 16:58
    0
    ,,საერთოდ არ მანაღვლებს, რომ ინგლისის ფანებს უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ ჩემდამი, (სალაჰის ტრავმის გამო) არასდროს მითამაშია იმ მიზნით, რომ ვინმესთვის ზიანი მიმეყენებინა, ხვალ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალ და ვინ რას იტყვის ჩემზე არ მაინტერესებს.,,

    ნაბიჭვარი!
    უეფადრიდი
    სტუმარი [?]
    #4 8 სექტემბერი 2018 16:50
    1
    ციტატა: Messiah
    სილესენი მართლა ცოდოა სკამისთვის... ტოპ კლასია ტიპი... 50 მილიონად გავყიდოთ და ეს მოვიყვანოთ

    შტეგენი რო დაიმტვრეს, ვის იმედზე ვრჩებით? ისკო და ასენსიოც ცოდოები იყვნენ ეს წლები რეალის სკამს რო ხეხავდნენ, მაგრამ ზუსტადაც იმიტომ ჰქონდათ დიდი რესურსი გუნდში. ღმერთმა დაიფაროს და შტეგოს რამე მოუვიდა, ეს მეკარე გაქაჩავს რო?
    ѕυperѕтαr
    სტუმარი [?]
    #3 8 სექტემბერი 2018 16:25
    3
    სილესენი თუ წავა კარვახალი ვიყიდოთ კარგ სეივებს აკეთებს
    მწერალი [?]
    #2 8 სექტემბერი 2018 15:12
    4
    უნერშტალი იყოდონ. გერმანელია, ჰოლანდიაში, კერძოდ "ვენლოში" ასპარეზობს და ისიც პსვ-ს საკუთრებაა. მე პირადად, ბევრად მირჩევნია ზუტს. ლარსს ბრწყინვალე რეაქცია აქვს და მოკლედ, ძალიან მაგარი მეკარეა. დიდი ალბათობით, ზუტზე იაფი იქნება უნერშტალის სატრანსფერო ღირებულება. "ვენლო" ერედივიზიონიდან რომ არ ვარდება, უნერშტალის დიდი დამსახურებაა. ორი თუ სამი ტურის წინ, "აიაქსთან ბრწყინვალედ ითამაშა, საოცარი სეივები განახორციელა, ბოლო წუთამდე არფრით არ გაატანინა ამსტერდამელებს, მერე კი პენალტი დაინიშნა და ტადიჩმა შეაგდო.
    --------------------
    🔵🔴
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 8 სექტემბერი 2018 15:11
    0
    მოიყვანონ არაა ცუდი მეკარე