მესის 10-ნომრიანი მაისურით არგენტინის ნაკრებში ვერავინ ითამაშებს

მესის 10-ნომრიანი მაისურით არგენტინის ნაკრებში ვერავინ ითამაშებს

მაშინაც კი, როდესაც ლეო მესი ნაკრებში გამოძახებული არაა, არგენტინის ეროვნულ გუნდში მისი 10-ნომრიანი მაისური ხელუხლებელი რჩება.

ცნობილია, რომ მესიმ სანაკრებო პაუზა აიღო. ივარაუდება, რომ ის ეროვნულ გუნდს მომდევნო წლიდან დაუბრუნდება, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილი არც ესაა.

მანამდე, არგენტინელები ამხანაგურ მატჩებს გამართავენ. 8 და 12 სექტემბერს, "ალბისელესტე" გვატემასალა და კოლუმბიას ამხანაგურად გაეჯიბრება.

გუნდის დროებითმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებით, გადაწყვიტა, რომ ამ მატჩებში 10-ნომრიანი მაისური არავის ეცმევა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    lurjibroweuli
    სტუმარი [?]
    #9 8 სექტემბერი 2018 11:59
    1
    მერე? :D უნდა გაგბიხარდეს თუ უნდა გვეწყინოს? მე მაგალითად მაგარი მკიდია :D
    lurjibroweuli
    სტუმარი [?]
    #8 7 სექტემბერი 2018 19:11
    5
    რო არ იცოდე ბარსაში რას თამაშობს და მხოლოდ ნაკრების თამაშებს უყურებდე ერთი ჩვეულებრივი საშვალო დონის ფეხბურთელი გეგონებოდა. არადაააააა
    Culé [?]
    #7 7 სექტემბერი 2018 18:32
    0
    ციტატა: George W. Bush
    https://coub.com/view/1dxyi7

    მაგარიააააა blush
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #6 7 სექტემბერი 2018 18:02
    1
    კარგია
    Culé [?]
    #5 7 სექტემბერი 2018 17:59
    4
    ისე ესრო კარიერას დაამთავრებს მგონია რომ აზრი დაეკარგება ფეხბურთს იმას არვამბობ რომ უაზრო გახდება ფეხბურთი მაგრამ ძაან დიდიზიანს მიაყენებს საფეხბურთო სამყაროს ყველანაირად უმაღლესი დონის ფეხბურთელია
    achi del barça
    სტუმარი [?]
    #4 7 სექტემბერი 2018 17:57
    3
    ციტატა: MESSI-N1 4ever
    კაიაა რო წამოვიდა დროებით, დიბალას მიეცემა შანსი

    დიბალას ბევრჯერ მიეცა შანსი და კინაღამ მსოფლიოს გარეშე დარჩა არგენტინა. ნაკრებში საერთოდ ვერცერთი თამაშობს ნორმალურად. დიმარია აფეთქდება ხოლმე თუმცა ძალიან ცოტა ხნით, როგორც საფრანგეთთან მთელი თამაში არაფერი გაუკეთებია და გოლის შემდეგ დაიწყო თამაში
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #3 7 სექტემბერი 2018 17:39
    0
    ციტატა: nika 54
    ძალიან მაინტერესებს, რონალდუ რო არ წავიდა ნაკრებში 7 ნომრით ითამაშა ვინმემ?

    კი
    George W. Bush
    სტუმარი [?]
    #2 7 სექტემბერი 2018 17:35
    0
    https://coub.com/view/1dxyi7
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 სექტემბერი 2018 17:25
    1
    ძალიან მაინტერესებს, რონალდუ რო არ წავიდა ნაკრებში 7 ნომრით ითამაშა ვინმემ?