ცვლილებები "ბარსელონას" ხელმძღვანელობაში

  • 5-09-2018, 23:14
  • ცვლილებები "ბარსელონას" ხელმძღვანელობაში

    "ბარსელონას" პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბართომეუს წარდგენის შემდეგ, დირექტორთა საბჭომ, საკუთარ რიგებში, რამდენიმე ცვლილება განახორციელა.

    დირექტორთა საბჭოს სამი ახალი წევრი შეემატა. ტერეზა ბაზილიო მონე კულტურის დარგს ჩაუდგება სათავეში; მარტა პლანა დროპესი "ბარსას" ინოვაციურ ჰაბს უხელმძღვანელებს; ჟორდი არხემი პუჩი კი ხელბურთის სექციის ხელმძღვანელი იქნება.

    დირექტორთა საბჭოს ახალი შემადგენლობა, კლუბის წევრებმა, მომდევნო მორიგ გენერალურ ასამბლეაზე უნდა დაამტკიცონ.

    კლუბის ხელმძღვანელობაში ასევე განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: ჟორდი მოისი და ენრიკე ტომბასი მე-3 და მე-4 ვიცე-პრეზიდენტებად დაინიშნენ. დიდაკ ლი "ბარსელონას" ფონდის საბჭოს წევრი აღარ იქნება და ის მოღვაწეობას კლუბის ციფრული მიმართულების დეპარტამენტში განაგრძობს.

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 6 სექტემბერი 2018 07:31

    როგორც იქნა, ეს იმას ნიშნავს, რომ სამივე თასი ჩვენია. stuck_out_tongue_closed_eyes

    1
    გასულია

    1 - 6 სექტემბერი 2018 01:27

    იმენნა ნონა დეიდაა

    1
    Loading...

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა