კლემან ლანგლე: მინდა, მოედანზე რაც შეიძლება დიდი დრო გავატარო

  • 3-09-2018, 11:35
  • კლემან ლანგლე: მინდა, მოედანზე რაც შეიძლება დიდი დრო გავატარო

    "უესკასთან" მატჩის შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მცველმა, კლემან ლანგლემ გააკეთა. 

    "ჩემი სურვილია, მოედანზე რაც შეიძლება დიდი დრო გავატარო. ვფიქრობ, ეს ყველა ფეხბურთელს უნდა. თუმცა, ახლა აქ იმისთვის ვარ, რომ ვისწავლო და გამოცდილება მივიღო. "ბარსელონაში" არაერთი ისეთი ფეხბურთელია, რომლებისგანაც ბევრ რამეს ისწავლი. 

    ვწუხვარ იმის გამო, რომ ჟორდი ალბა ნაკრებში არ გამოიძახეს. არ ვიცი, რატომ დარჩა ის შემადგენლობის მიღმა, მაგრამ საფრანგეთზე უფრო ვფიქრობ, ვიდრე ესპანეთის ნაკრებზე". - თქვა ლანგლემ. 

    ეს თამაში ლანგლესთვის ლა ლიგაში "ბარსასთან" ერთად სადებიუტო იყო, ხოლო რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრებს, იქ 23 წლის ფეხბურთელს ჯერ არ უთამაშია. 

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Ikks Culé [?]

    3 სექტემბერი 2018 13:11

    ციტატა: M10 S9 D11
    ცოტა მალკომი გვეჩაგრება ვალიკო ესე არ შეიძლება უნდა ათამაშო გუშინ უნდა გამოეყვანა მოედანზე

    მალკმოს დაჩაგვრას კიდე შეიძლება მიზეზი მოუძებნო მარა სემედუ ? :/

    0
    გასულია
    donandresiniesta8 წევრი [?]

    3 სექტემბერი 2018 12:29

    კაია ამის ფონზე უმტიტისაც მოუჭერს :დ

    0
    გასულია
    GIo-GxP-FCB Culé [?]

    3 სექტემბერი 2018 12:03

    ეს გამოიძახეს?

    0
    --------------------
    5:0
    Messi 600

    პარტნიორები

    Flashscore.ge