"ბარსა" ლა ლიგაში 100%-იან სერიას აგრძელებს: "კამპ ნოუზე" "უესკა" განადგურდა

  • 2-09-2018, 22:31
  • "ბარსა" ლა ლიგაში 100%-იან სერიას აგრძელებს: "კამპ ნოუზე" "უესკა" განადგურდა

    "ბარსელონა" ლა ლიგაში წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს. თუ კატალონიელების და "უესკას" ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა არაგონული კლუბისთვის სამარცხვინო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ ორ მატჩს მოიცავდა, ახლა ეს შედეგი გაუარესდა: 3 შეხვედრა, 20 გოლი, ანუ, საშუალოდ 6,7 გოლი თამაშში. 

    აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს: მე-3 წუთზე თავისი გუნდი წინ კუჩომ გაიყვანა. დაახლოებით 10 წუთში, წონასწორობა ლიონელ მესიმ აღადგინა, რასაც სტუმართა კარში კიდევ ორი ბურთი (ავტოგოლი, სუარესი) მოყვა, მაგრამ პირველი ტაიმი მაინც მინიმალური სხვაობით დასრულდა: 42-ე წუთზე გოლი ალექს გაიარმა შეაგდო. 

    მეორე ნახევარში, "ბარსელონა" მოედანზე თავს ბევრად კომფორტულად გრძნობდა. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა საკუთარი ფეხბურთის თამაში და მეტოქისთვის კიდევ 5 გოლის გატანა მოახერხა. ტაიმის დაწყებისთანავე, გოლები უსმან დემბელემ (48') და რაკიტიჩმა (52') გაიტანეს, რის შემდეგაც მესიმ დუბლი შეასრულა, ალბამ ლამაზი კომბინაცია დაასრულა, საბოლოო ანგარიში კი ბოლო წუთზე პენალტით, ლუის სუარესმა დააფიქსირა - 8-2. 

    ასე რომ, "ბარსელონა" სანაკრებო პაუზას კარგ განწყობაზე ხვდება. 3 ტურის შემდეგ, გუნდს 9 ქულა, ანუ 100%-იანი შედეგი აქვს. მომდევნო შეხვედრას კატალონიელები 14 სექტემბერს "ანოეტაზე" გამართავენ. "სოსიედადის" სტადიონს ჯადო გასულ სეზონში მოეხსნა და ახლა "ბარსას" იქ თამაში მეტი თავდაჯერებით შეეძლება. 

    კომენტარები [ 20 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    basa7 ფანი [?]

    3 სექტემბერი 2018 02:33

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ციტატა: MESSI-N1 4ever
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: MESSI-N1 4ever
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: MESSI-N1 4ever
    კაი რაა კაიი რაა... ჰეტ ტრიკს ასრულებ, რომელსაც სტატისტიკოსები ძაან ბევრჯერ დაითვლიან, ბომბარდირებში ერთპიროვნულად ლიდერდები და რატო უთმობ ეეგეთ მომენტში ძროხას პენალტსს ტოოო ? რონალდო ნამეტანი ნაბი*ვარი ბოღმაა მარა მესი მამენტ იმას ვერ ამუღამებს რა მომენტში უნდა დაუთმოს ვინმეს სტანდარტი -_-

    სწორედ მაგიტომ დგას მაგ ორზე ბევრათ მაღლა რო მაგათნაირი ეგოისტი არაა სწორედ ეგაა ერტ-ერთი მიზეზი რატომაც რონალდო მესის ვერ შეედრება

    რონალდო ახლოსაც როარაა მესის კალიბრთან ეგ ყველამ იცის მარა სადმე ბინ სპორტზე რო კარიერულ ჰეტ ტრიკებს დაითვლიან გგონია არ კიდიათ რო სადღაც 2 სექტემბრებში მესიმ სუარესს ძმაკაცურად პენალტი დაუთმო? თუ თავის დროზე სუას ქაჩავდა მესი ბომბარდირობაზე ეხა თვითონ რატო არ ტვინავს მაგდენს, ეხა დაიწყებენ ფორმის აღსადგენად ჭირდებაო, თუ აღდგენაა ისედაც აღიდგენს ვიღაც სოფლის ჰუესკასტან ერთი გოლი ექნება თუ 2 ვაფშე არააქ მნიშვნელობა

    ხოდა მაგას გეუბნები რო მესი არ თამაშობს სტატისტიკაზე ფეხებზე კიდია სტატისტიკა

    ხოოდა ცუდიაა რო კიდიაა, ისედაც ცუდად გამოსდის პენალტები და რაც იშვიათად დაარტყამს მით ნაკლებად დახვეწავს :))) და როგორც ისლანდიასთან მოსაგები მოხდა ფრე მაგის გამაზვის გამო, ეგრე შეიძლება გამაზოს მნიშვნელოვან თამაშში, რონალდო რო არ ფიქრობდა მ10 ს9 დ11-ს ეამაყა რო სტატისტიკა კიდიაო იმიტოა გაჭრილი ეგრე წინ ლიგის ბომბარდირობაში <3

    რომ დაუკვირდე გუნდისთვის ასე სჯობდა, სუასაც ჭირდება ფორმაში შესვლა და ეს გოლები დაეხმარება, ყველა უესკა არ იქნება, რთული კალდნდარი დაგვეწყება და სუას ფორმაზე ბევრი იქნება დამოკიდებული.

    ციტატა: basa7
    არა მაინც ვერ გავიგე , მალკომი რომ დემბელეზე მაგარი ფეხბურთელი გონია იმას ფეხბურთის ცოდნაზე პრეტენზია რატო აქვს

    დემბე რატომ გგონია მაგარიი? ლაივსქორით ნუ აფასებ და ნურც სხვის ცოდნას ეხები მეგობარო, შენ მაგას ვერ გსნსაზღვრავ, მჯნდა მალკომს ვამჯობინებ და მინდა კოუტინიოს.

    ლაივ სქორით მე არ ვაფასებ, მე თამაშის და ფუნქციური დატვირთვით ვაფასებ და მთლიანობაში რა სარგებლობა მოაქვს გუნდისთვის მაგითი, თქვენ კიდევ ჯერ საერთოდ არ გინახავთ მალკომი რას იზამს და უკვე სასტავში ითხოვთ, მაგარი კი არ მგონია მის პოტენციალს ვაფასებ ვხედავ რა შეიძლება გახდეს. ისე ეს ლაივსკორი საერთოდ ვერ მივხვდი რა შუაში იყო ჩემთან მიმართებაში. სხვის ცოდნას კი არ ვეხები ვხედავ ჩემო კარგო ვინ რა იცის და რა დონეზე ერკვევა, დემბელე შეიძლება დაადანაშაულო არაზუსტ მოკლე პასებში და ხშირად დაკარგვაში მაგრამ როცა უინტელექტობაში და არატექნიკურობას აბრალებ, ასევე მტელ თამაშს უყურებ ვერ ხედავ რა ფუნქცია აქვს ,მერე კიდევ 24 საათი წერო თუ რა ცუდი ფეხბურთელია, ცოტა არ იყოს კი არა გადაჭარბებულზე გადაჭარბებულია. და ამის მერე მალკომზე საუბარი კედევ ფანტაზიის სფეროა ცოტა არ იყოს

    ხო ეს ახალი ტერმინი გაჩენილა კიდევ აქ: ნიჭიერი და უინტელექტო:)))))))))))

    0
    გასულია
    PHILIPE COUTINHO 14 წევრი [?]

    2 სექტემბერი 2018 23:20

    ციტატა: Kingleo10m
    დემბელე როცა ბურთს იღებს ფლანგზე 60% რომ სისულელე გააკეთოს
    ნიჭიერი და უინტელექტოა
    მალკომი ჯობია ზუსტად

    შანსი არაა მალკომი ვერასდროს ვერ აჯობებს დემბელეს ( თუ ტრამვა არ მიიღო დემბომ )

    4
    გასულია
    Kingleo10m წევრი [?]

    2 სექტემბერი 2018 23:15

    დემბელე როცა ბურთს იღებს ფლანგზე 60% რომ სისულელე გააკეთოს
    ნიჭიერი და უინტელექტოა
    მალკომი ჯობია ზუსტად

    2
    გასულია
    sergio busquets5 წევრი [?]

    2 სექტემბერი 2018 22:58

    იმედია შემდეგ მატჩებსაც ასე უხვგოლიანად მოიგებენ. ანოეტა უნდა ამოტენონ

    0
    გასულია
    basa7 ფანი [?]

    2 სექტემბერი 2018 22:56

    მე პირადად ბოლომდე კმაყოფილი ვერ დავრჩი რაღაცეებში, რაც შეეხება დემბელეს, მთელი თამაში სამკუთხედში იყო, რითაც კოუტინიოს და ალბას სივრცეებს უხსნიდა გადასარევად, ნუ ორი კაცი ხო ფეხზე აჯდა მაგრამ თავისი საქმე მაინც ქნა. ჯერჯერობით ყველა ტამაშში გააქვს მაგრამ თავისი შესაძლებლობების ჰა ჰა 30 პროცენტს აჩვენებს ჯერ და ეგ უფრო ვალვერდეს ბრალი მგონია. კოუტინიო იყო კარგი მეორე ტაიმში

    1
    გასულია
    Cule Is Always Elegant წევრი [?]

    2 სექტემბერი 2018 22:53

    ციტატა: xaviman
    ციტატა: Cule Is Always Elegant
    ციტატა: azulgerana
    გუშინ ლუკა დინის ერთადერთმა საგოლე პასმა ევერტონი წაგებას გადაარჩინა. დასანანია დინის დაკარგვა

    რავი, მე საერთოდ არ მენანება :დდ

    ალბას ვინ შეცვლის?

    მირანდა შეცვლის

    0
    გასულია
    basa7 ფანი [?]

    2 სექტემბერი 2018 22:50

    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: basa7
    არა მაინც ვერ გავიგე , მალკომი რომ დემბელეზე მაგარი ფეხბურთელი გონია იმას ფეხბურთის ცოდნაზე პრეტენზია რატო აქვს

    მალკომი არავის გონია დემბოზე ძლიერი უბრალოდ მაგის თამაშის ნახვა გვინდოდა და ცემი კომი თუ წაიკითხე დავწერე რო სუას მაგივრად მინდოდა შემოსულიყო

    შენი კომი არა , სხვა იდიოტური კომები წავიკითხე

    0
    გასულია
    Semedu2018 წევრი [?]

    2 სექტემბერი 2018 22:50

    ერთა ლიგაზე ნაკრები ძაან მჭირდება, ბიჭები კარგ ფორმაში არიან, ქვილითაიამ ზედიზედ გაიტანა 2 თამაშში, ვაკოცე კარგ ფორმაშია, ჩაკვეტაძე ხო ერთერთი ლიდერი იქნება გუნდის, მჭედლიძემ დაბრუნებაც კარგია მაგრამ როგორ ფორმაში იქნება ეგაა საკითხავი დალშე თითქმის ყველას აქვს პრაქტიკა და კარგ ფორმაში არის.. არაბიძეც კარგად გამოიჩენს თავს ასე ვფიქრობ.
    მოკლედ ეს 2-ვე თამაში მოსაგებია და ვფიქრობ მოიგებენ, nu minimum 4 qula unda avigot

    2
    gogsa--barca
    gogsa--barca სტუმარი [?]

    2 სექტემბერი 2018 22:47

    ციტატა: MESSI-N1 4ever
    კაი რაა კაიი რაა... ჰეტ ტრიკს ასრულებ, რომელსაც სტატისტიკოსები ძაან ბევრჯერ დაითვლიან, ბომბარდირებში ერთპიროვნულად ლიდერდები და რატო უთმობ ეეგეთ მომენტში ძროხას პენალტსს ტოოო ? რონალდო ნამეტანი ნაბი*ვარი ბოღმაა მარა მესი მამენტ იმას ვერ ამუღამებს რა მომენტში უნდა დაუთმოს ვინმეს სტანდარტი -_-

    ყველაფერტან ერთად იმიტომ არის მეფე რომ არ ფიქრობს სტატისტიკაზე და მაინც საუკეთესოა მესის რომ რონალდოს ხასიათი ქონდეს ალბათ ორჯერ მეტს მიაღწევდა

    1
    გასულია
    givi pavlovichi წევრი [?]

    2 სექტემბერი 2018 22:47

    დაცვა დირკა. უფრო ძლიერი გუნდი ამდენ შეცდომას არ გვაპატიებს,არა!ვალიკო წადიიი!

    0
    gogsa--barca
    gogsa--barca სტუმარი [?]

    2 სექტემბერი 2018 22:44

    დემბელე იხოდება მაგრად მჯერა მაგ ბიჭის ისევე როგორც შტეგენის მჯეროდა როცა ნახევარი საიტი აგინებდა ადაპტაციის გავლა ეგრე ადვილი არ არის.......დაცვა ატრაკებს რობერტო და პიკე

    4
    გასულია
    basa7 ფანი [?]

    2 სექტემბერი 2018 22:43

    არა მაინც ვერ გავიგე , მალკომი რომ დემბელეზე მაგარი ფეხბურთელი გონია იმას ფეხბურთის ცოდნაზე პრეტენზია რატო აქვს

    0
    გასულია
    basa7 ფანი [?]

    2 სექტემბერი 2018 22:41

    joy მოკლედ ეს კოუტინიო გასაშვებია რა, ყველამ გაიტანა მაგის გარდა joy

    1
    გასულია
    barca`barca Culé [?]

    2 სექტემბერი 2018 22:40

    ლეო სასწაულია!! მაგარ ხოდზეა

    1
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    გასულია
    dshvelidze ფანი [?]

    2 სექტემბერი 2018 22:39

    ციტატა: azulgerana
    გუშინ ლუკა დინის ერთადერთმა საგოლე პასმა ევერტონი წაგებას გადაარჩინა. დასანანია დინის დაკარგვა

    იპოვის მანდ თავის ადგილს.

    0
    გასულია
    Kingleo10m წევრი [?]

    2 სექტემბერი 2018 22:37

    ელ პისტოლერო ❤

    0
    გასულია
    coutinho_10 წევრი [?]

    2 სექტემბერი 2018 22:35

    Ubralod 18+ joy

    1
    გასულია
    Serenity. გულშემატკივარი [?]

    2 სექტემბერი 2018 22:35

    ციტატა: Cule Is Always Elegant
    ციტატა: azulgerana
    გუშინ ლუკა დინის ერთადერთმა საგოლე პასმა ევერტონი წაგებას გადაარჩინა. დასანანია დინის დაკარგვა

    რავი, მე საერთოდ არ მენანება :დდ

    ალბა რო დაიტრამვოს მერე დაგენანება ;დ

    0
    გასულია
    xaviman Culé [?]

    2 სექტემბერი 2018 22:34

    ციტატა: Cule Is Always Elegant
    ციტატა: azulgerana
    გუშინ ლუკა დინის ერთადერთმა საგოლე პასმა ევერტონი წაგებას გადაარჩინა. დასანანია დინის დაკარგვა

    რავი, მე საერთოდ არ მენანება :დდ

    ალბას ვინ შეცვლის?

    0
    --------------------
    მუდამ, ყოველთვის, მემახსოვრები ტიტო <3
    გასულია
    Cule Is Always Elegant წევრი [?]

    2 სექტემბერი 2018 22:33

    ციტატა: azulgerana
    გუშინ ლუკა დინის ერთადერთმა საგოლე პასმა ევერტონი წაგებას გადაარჩინა. დასანანია დინის დაკარგვა

    რავი, მე საერთოდ არ მენანება :დდ

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge