რაფინიას "ბარსელონაში" დარჩენა თითქმის გადაწყვეტილია

  • 31-08-2018, 12:50
  • რაფინიას "ბარსელონაში" დარჩენა თითქმის გადაწყვეტილია

    "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი რაფინია ალკანტარა, დიდი ალბათობით, კატალონიურ კლუბში დარჩება იმის მიუხედავად, რომ ის "ბეტისში" გადასვლასთან ახლოს იყო.

    გუშინდლამდე ცნობილი იყო "ბარსელონასა" და "ბეტისს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შემაფერხებელი გარემოება - კატალონიელები, იჯარის შემთხვევაში, ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულებას ითხოვდნენ, სევილიელები კი გამოსყიდვის მხოლოდ უფლებას თანხმდებოდნენ.

    გუშინ, "ბეტისმა" "ბარსას" ფინანსურად უფრო მომგებიანი წინადადება გაუკეთა, კატალონიელებმა კი განაცხადეს, რომ იჯარას ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდებოდნენ, თუ რაფინია 2020 წლამდე მოქმედ კონტრაქტს გაახანგრძლივებდა.

    დღეს, ხერარდ რომერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რაფინია "ბარსელონაში" დარჩენასთან ახლოსაა. ამის მტკიცებულება ისიცაა, რომ "ბეტისი" "პარი სენ-ჟერმენიდან" 22 წლის ნახევარმცველს, ჯოვანი ლო სელსოს იმატებს. არგენტინელი შუახაზელი სწორედ რაფინიას ალტერნატივად მიიჩნეოდა.

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    11 - 31 აგვისტო 2018 16:25

    კარგია თუ ტოვებენ სკამს გააძლიერებს, რთული კალენდარი გვაქვს.

    3
    გასულია

    10 - 31 აგვისტო 2018 15:46

    ციტატა: Cule Is Always Elegant
    ციტატა: რაღაცნაირი
    მადრიდში რო ტარდებოდა ფინალი გუშინ გავიგე საინტერესოა ... უფრო მეტი მოტივაცია ექნება ორივე მადრიდულ გუნდსაც და + ბარსელონას.

    მეტროპოლიტანოზეა?

    კიი.

    0
    გასულია

    9 - 31 აგვისტო 2018 15:27

    უნდა დარჩეს

    1
    --------------------
    მე მიყვარს ბარსა და მეყვარება ცხოვრების ბოლომდე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
    გასულია

    8 - 31 აგვისტო 2018 15:20

    ციტატა: რაღაცნაირი
    მადრიდში რო ტარდებოდა ფინალი გუშინ გავიგე საინტერესოა ... უფრო მეტი მოტივაცია ექნება ორივე მადრიდულ გუნდსაც და + ბარსელონას.

    მეტროპოლიტანოზეა?

    0
    გასულია

    7 - 31 აგვისტო 2018 15:17

    მადრიდში რო ტარდებოდა ფინალი გუშინ გავიგე საინტერესოა ... უფრო მეტი მოტივაცია ექნება ორივე მადრიდულ გუნდსაც და + ბარსელონას.

    1
    გასულია

    6 - 31 აგვისტო 2018 15:07

    სიახლეები დადეთ

    0
    გასულია

    5 - 31 აგვისტო 2018 15:04

    კარგია მეიმედება ეს ბრაზილიელი ))

    1
    გასულია

    4 - 31 აგვისტო 2018 14:36

    კაიაააა

    10
    გასულია

    3 - 31 აგვისტო 2018 14:34

    კარგია კოპაზე მაინც ითამაშებს და დაგვეხმარება მაგ ტურნირზე

    0
    გასულია

    2 - 31 აგვისტო 2018 14:08

    Kargia rafa sachiro kacia
    Aqvs klasi da gamocdilebaa

    4
    საიტზეა

    1 - 31 აგვისტო 2018 13:33

    მშვენიერი

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი