ჟორდი მასიპი მშობლიური კლუბის წინააღმდეგ პირველად ითამაშებს

ჟორდი მასიპი მშობლიური კლუბის წინააღმდეგ პირველად ითამაშებს

ჟორდი მასიპ ლოპესი ბოლო წლებში "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მეკარე იყო. ის ლა მასიას 15 წლის ასაკში შეუერთდა და მთავარ სარეზერვო გუნდამდე ასაკობრივი გუნდები გაიარა, 2009 წლიდან კი "ბარსა ბ"-ს შემადგენლობაში დაიწყო თამაში. 

რამდენიმე სეზონის განმავლობაში, მასიპი ძირითად დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა, მაგრამ 2012 წლიდან რეგულარული სათამაშო დრო მიეცა, მალე კი ძირითად გუნდშიც დაწინაურდა. მისი დებიუტი კოპა დელ რეის ეგიდით "უესკას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა, რომელიც კატალონიელებმა 8-1 მოიგეს, ლა ლიგაში კი პირველად სეზონის მიწურულს, "დეპორტივოსთან" (2-2) ითამაშა. 

"ბარსელონაში" დიდი კონკურენცია იყო. ლუის ენრიკეს გუნდში მეკარის პოზიციაზე კლაუდიო ბრავო და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იყვნენ, ასე რომ, ადგილობრივ ფეხბურთელს მოედანზე გასვლის საშუალება იშვიათად ეძლეოდა. 

მასიპი გუნდში 2017 წლამდე, ანუ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე დარჩა. ახალი ხელშეკრულება მან "ვალიადოლიდთან" გააფორმა. მაშინ, მასიპი უკვე 28 წლის იყო. იმ წლებმა, როცა მას თავი უნდა გამოეჩინა, მესამე მეკარის პოზიციაზე ჩაიარა, მაგრამ ჟორდიმ მშობლიური კლუბის დატოვება არ უფიქრია. 

გასული სეზონი მასიპისთვის ყველაზე დატვირთული იყო: მან ერთის გარდა ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ორჯერ "ბარსა ბ"-ს წინააღმდეგ. 

ძალიან მალე, მასიპი ლა ლიგაში აღზევებულ "ვალიადოლიდთან" ერთად "ბარსელონას" მიიღებს, "კამპ ნოუზე" მისი დაბრუნება კი ზამთარში შედგება. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #3 26 აგვისტო 2018 00:01
    0
    5 გოლს გაუშვებს და ეგ იქნება :დ
    Jumberi123
    სტუმარი [?]
    #2 25 აგვისტო 2018 22:59
    0
    Au imena mafiozi peresi magis dedac :dd

    Bonaventura golebit uswrebs ronaldos fu bandzi ronaldo :dddddd meeqvses ro tenian nervebze vitxrebi
    Jumberi123
    სტუმარი [?]
    #1 25 აგვისტო 2018 22:47
    0
    Peres sheni dedac mosyiduli yavs yvela tore xuti burti ronaldos rogor shetenwn da meeqvsesac tenian :dddddddd