კიკე სეტიენმა ალკასერის დამატებაზე უარი თქვა

  • 21-08-2018, 22:15
  • კიკე სეტიენმა ალკასერის დამატებაზე უარი თქვა

    პაკო ალკასერის "ბეტისში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ანდალუსიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა ტრანსფერზე უარი თქვა. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს. 

    ფეხბურთელს და "ბარსელონას" იჯარა ჰქონდათ  დაგეგმილი და ყველაფერი კარგად მიდიოდა, იქამდე, სანამ საქმეში სეტიენი ჩაერთვებოდა. "ბეტისის" დამრიგებლის უარი ლა ლიგის პირველ ტურში მისი კლუბის მოულოდნელმა დამარცხებამ განაპირობა, რომელმაც მას გადააწყვეტინა, ფული თავდამსხმელის ნაცვლად მცველის შეძენაში დაეხარჯა. 

    ახლა, ალკასერის დამატების მთავარი კანდიდატი დორტმუნდის "ბორუსიაა". 

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    1 - 21 აგვისტო 2018 23:41

    ესეთი დაბალი დონე ბარსაში როგორ მოხვდა

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი