გილერმო ამორი: ახლა ჩვენი გუნდი ძლიერია, მაგრამ არ ვიცით რა მოხდება დარჩენილ დროში

გილერმო ამორი: ახლა ჩვენი გუნდი ძლიერია, მაგრამ არ ვიცით რა მოხდება დარჩენილ დროში

"ბარსელონას" დირექტორი, გილერმო ამორი მიიჩნევს, რომ კლუბი უკვე საკმარისად ძლიერია, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გუნდის გაძლიერებას, მაგალითად პოლ პოგბას შეძენას, მაინც არ გამორიცხავს. 

"დასახული მიზნების მისაღწევად საკმარისად კარგი შემადგენლობა გვყავს, არ ვიცით რა მოხდება დარჩენილ დროში, მაგრამ გუნდი უკვე ისედაც ძლიერია. 

დებიუტანტებს კარგი სტარტი ჰქონდათ, ისინი მშვენიერი ფეხბურთელები არიან და "ბარსელონას" გააძლიერებენ. 

"ალავესმა" ჩვენს წინააღმდეგ თამაშის დროს დიდი შრომა გასწია, განსაკუთრებით დაცვაში. წუთები გადიოდა და ისინი სასურველ შედეგს უახლოვდებოდნენ, მაგრამ მესის საოცარი მოქმედების წყალობით, მათ ამის საშუალება არ მივეცით. 

არ ვიცი, ის, რომ მესი არგენტინაში არ ითამაშებს, რამდენადაა "ბარსასთვის" კარგი სიახლე. აქამდე, ნაკრებში გამოსვლის გამო პრობლემები არასდროს გვქონია". - ციტირებს ამორის სიტყვებს Marca. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 19 აგვისტო 2018 22:59
    0
    არავის ყიდვა არა საჭირო, ძალიან კარგი სასტავი გვყავს,ალბათ ხავიესტას მერე ასეთ დაბალანსებული გუნდი არ გვყოლია
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #1 19 აგვისტო 2018 21:21
    0
    რაბიო იყიდეთ და გეყოფათ