ჟორდი ალბას რეზერვისტი ხუან მირანდა იქნება

  • 7-08-2018, 15:00
  • ჟორდი ალბას რეზერვისტი ხუან მირანდა იქნება

    "ბარსელონას" პირველ გუნდში ჟორდი ალბას რეზერვისტი 18 წლის ხუან მირანდა იქნება და არა 20 წლის მარკ კუკურელია. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

    ცნობილია, რომ ლუკა დინის წასვლის შემდეგ, ერნესტო ვალვერდე მისი შემცვლელის შეძენას ითხოვდა, მაგრამ ხელმძღვანელობა მწვრთნელს მოუწოდებდა არჩევანი "ბარსა ბ"-ში მოთამაშე ხუან მირანდასა და მარკ კუკურელიას შორის გაეკეთებინა.

    კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, ხელმძღვანელობას ერჩივნა პირველ გუნდში კუკურელია დაეწინაურებინა, რადგან ის "ბარსელონა ბ"-ში დარჩენას არ აპირებს და თუ არჩევანი მირანდაზე გაკეთდებოდა, მაშინ 20 წლის ფეხბურთელს კლუბის დატოვება მოუწევდა. როგორც ჩანს, ასეც ხდება - ვალვერდემ არჩევანი მირანდაზე გააკეთა და კლუბმა ფეხბურთელს ეს უკვე აცნობა.

    ივარაუდება, რომ 18 წლის ფეხბურთელი გუნდს მაროკოში გაჰყვება და 12 აგვისტოს "სევილიასთან" გასამართი ესპანეთის სუპერ თასის განაცხადშიც მოხვდება.

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    O.DEMBELE 11 წევრი [?]

    8 აგვისტო 2018 16:05

    ციტატა: „Més que un club“
    კარგი მარცხენა მცველია მირანდა მაგრამ არამგონია კარგი იდეა იყოს მისი პირველ გუნდში დაწიანურება, ჯობია ბარსელონამ ვინმე გამოცდილი მარცხენა მცველი დაიმატოს, წარმოიდგინეთ ალბამ მიიღო ტრამვა კლასიკოში რა უნდა ვქნათ მერე მირანდას იმედზე უნდა ვიყოთ? ამის წარმოდგენაც არ მინდა

    აუ ჩემი ეს რეებზე ფიქრობს რამდენი წლის ხარ შვილი?

    0
    გასულია
    vegassi54 Culé [?]

    7 აგვისტო 2018 19:05

    ძლივს არ ვეღირსეთ ლა მასიელს ძირითადში!!!

    1
    გასულია
    Spain5 [?]

    7 აგვისტო 2018 18:08

    არადა გრიმალდო გავუშვით 2 წლის წინ
    ძან კაი ბიჭია
    მშვენიერი ზამენა იქნებოდა
    მაგრამ ამათმა დინი მოიყვანეს
    კუკურელას და მირანდას შორის მეც მირანდა მირჩევნია
    მარჯვენა მცველადაც პალენსიას თუ დააწინაურებენ კარგს იზამენ
    ეგ ბიჭიც მაგრა მომწონს

    4
    გასულია
    Don_Andresito [?]

    7 აგვისტო 2018 17:05

    cucurelas gashveba araswori mgonia. chemi azrit orive iyos jobia. maravtu wasvlaa iset gundshi gaushvan sadac ar chalpeba skamze

    1
    გასულია
    Akobia22 წევრი [?]

    7 აგვისტო 2018 17:02

    კუკურელა ჯობდა

    0
    J. Tatum
    J. Tatum სტუმარი [?]

    7 აგვისტო 2018 15:55

    მშვენიერი სიახლეა. რაც მეტი ლა მასიელი იქნება პირველ გუნდში, მით უკეთესი.

    11
    გასულია
    „Més que un club“ წევრი [?]

    7 აგვისტო 2018 15:15

    კარგი მარცხენა მცველია მირანდა მაგრამ არამგონია კარგი იდეა იყოს მისი პირველ გუნდში დაწიანურება, ჯობია ბარსელონამ ვინმე გამოცდილი მარცხენა მცველი დაიმატოს, წარმოიდგინეთ ალბამ მიიღო ტრამვა კლასიკოში რა უნდა ვქნათ მერე მირანდას იმედზე უნდა ვიყოთ? ამის წარმოდგენაც არ მინდა

    14
    გასულია
    Korleone წევრი [?]

    7 აგვისტო 2018 15:08

    როგორც იქნა ეღირსა ლამასიის წარმომადგენელს დაწინაურება

    37

    პარტნიორები

    Flashscore.ge