თომას ტუხელი: რაბიომ თავისი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს

  • 22-07-2018, 01:46
  • თომას ტუხელი: რაბიომ თავისი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს

    "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი გუნდის ნახევარმცველის, "ბარსელონას" სამიზნის, ადრიან რაბიოს მომავლის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.

    "ყველაფერი თავად რაბიოზეა დამოკიდებული. მან უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ჩვენთან დარჩენა და ჩვენს სტილთან ადაპტირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ახალ გამოწვევებთან შეჭიდება მოუწევს." - ციტირებს ტუხელის სიტყვებს Mundo Deportivo.

    რაბიოსა და პსჟ-ს შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მომდევნო წელს გასდის. ფრანგი ნახევარმცველით "ბარსელონაა" დაინტერესებული და კატალონიურ კლუბში თამაში თავად 23 წლის ფეხბურთელსაც სურს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენი" ტრანსფერის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ტუხელის კომენტარიდან ირკვევა, რომ ეს შეუძლებელი სულაც არაა.

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    basa7 ფანი [?]

    22 ივლისი 2018 14:05

    ეჰ ისე მიდის საქმე აგვისტოს ბოლოს მართლა გუგავას მოყვანაზეც თანახმა ვიქნებით:))))))))))))))))

    0
    altima88
    altima88 სტუმარი [?]

    22 ივლისი 2018 11:42

    ბიჭებო ახალი წესით სატრანსფერ' ფანჯარა როდის იხურება?

    0
    გასულია
    messiiesta წევრი [?]

    22 ივლისი 2018 10:57

    ყოველ ზაფხულს ერთიდაიგივე ხდება გაზეთებს მაგრად ყიდიან ფეხბურთელებს ვერც ყიდიან დდა ვერც ყიდულობენ

    0
    გასულია
    Berlinetta♥ Culé [?]

    22 ივლისი 2018 10:47

    თემატური ფოტოა )) რაბიოზე ისე დარწმუნებით იძახით უარს, უეჭველი იცით რომ უკეთესი მოვა ? არც პოგბაა ბარსას პრიორიტეტი, არც კანტე, სავიჩზეც აღარაფერი იწერება , და რაბიოც თუ არა მოგიწევთ რაკიტიჩის ყურება , ან პარეხოს მოიყვანენ :დ

    0
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    გასულია
    Arctic Wolf ფანი [?]

    22 ივლისი 2018 08:36

    ეს პიანიჩი არ მინდა არანაირ ვარიანტში რა. პოგბა ძალიან მაგარი ფეხბურთელია, ორი აზრი არაა, მაგრამ გაიგეთ, ხალხო, პოგბასნაირი სტილისა და აღნაგობის მოზვერი ფეხბურთელი არაა ბარსასთვის შექმნილი. თუ ეძებთ ვინმეს, ვინც ბარსას სტილს აკვდება ისევე, როგორც დონეს, ესაა ტიაგო ალკანტარა. ვინც იტყვით, არასტაბილურია და დიდ თამაშებს აგდებსო, არაა მასე. რეალთან ბოლო თამაშში ძალიან მაგარი იყო. ასევე, ბუნდესლიგაში რაც ითამაშა, ყველა მნიშვნელოვანი თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარა და სიმბოლურ ბუნდესლიგის გუნდშიც სულ ხვდებოდა. როცა მთლიანი გუნდი აგდებს თამაშს იგივე რეალთან, მარტო ტიაგოს ვერ მოსთხოვთ ყველაფერს და თუ გუნდიც უწყობს ხელს, ნახეთ რაც შეუძლია. რაბიო ძალიან კარგია, მაგრამ არ მჯერა, რომ იმაზე ბევრად კარგი გახდება, ვიდრე ახლაა. ნახევარდაცვაში ყველაზე კარგი ვარიანტები იყო, ჩემი აზრით: დე იონგი, არტური (როგორც ახალაგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელები) და ტიაგო (როგორც გამოცდილი და დაღვინებული). დე იონგზე კიდევ უნდა იწვალონ, იქნება მოახერხონ გადმობირება, თუ არა, ტიაგო უეჭველი გადმოიყვანონ, ნაჩუქარ ფასადაა. იდეალურ ვარიანტში, ორივე.

    0
    გასულია
    GIo-GxP-FCB Culé [?]

    22 ივლისი 2018 08:10

    მგონია რო მოიყვანენ 28 წლის პიანიჩის მოყვანას 23 წლის რაბიო მირჩევნია არადა პიანიჩი ძალიან მომწონს რომადან მოყოლებული

    0
    --------------------
    5:0
    Messi 600
    გასულია
    Don 8 წევრი [?]

    22 ივლისი 2018 04:07

    აუამანაც ხო შეიგდოო ვაფშეე.. თუ მოყავთ მოიყვანონ თუარადა აგერ შოკოლადივით პოგბაა მოსაყვანი .. რაბიოს ჩაყვნენ საფლავში ..აბიდალმა იცის რომელი ფრანგია მოსაყვანი და მოიყვანს ..

    0
    გასულია
    SHOTAMESSI10 წევრი [?]

    22 ივლისი 2018 03:01

    იყიდეთ რაბიო

    0
    --------------------
    მე მიყვარს ბარსა და მეყვარება ცხოვრების ბოლომდე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

    პარტნიორები

    Flashscore.ge