ჩავი: ყველაფრის ნულიდან დაწყება მომიწევს

  • 21-07-2018, 23:49
  • ჩავი: ყველაფრის ნულიდან დაწყება მომიწევს

    "ბარსელონას" ლეგენდამ, ჩავი ერნანდესმა, Mundo Deportivo-სთვის მიცემულ ინტერვიუში, არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

    მომავალი

    "ჩემი ოცნება მწვრთნელობაა, მაგრამ ფეხბურთის თამაშისგან კვლავ დიდ სიამოვნებას ვიღებ.

    თამაშს მინიმუმ დეკემბრამდე გავაგრძელებ, შემდეგ კი გადაწყვეტილებას მივიღებ.

    ფეხბურთი ძალიან მიყვარს და დიდი გამოცდილება დამიგროდა. თუმცა, მწვრთნელობის დროს, ბევრი რამის დამტკიცება მომიწევს. ყველაფრის ნულიდან დაწყება მომიწევს."

    ფრენკი დე იონგი

    მ"ისი ბევრი თამაში ნანახი არ მაქვს. ის ბუსკეტსის სტილის ფეხბურთელია. ამ სტილის გამო თამაშობს ის "აიაქსში". ის ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ დიდი ნიჭის პატრონია და მას გუნდისთვის ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია."

    ლა მასია

    "იკარგება თუ არა "ლა მასია"? არა. დღეს, პირველ გუნდთან ერთად "ბარსა ბ"-ს შვიდმა ფეხბურთელმა ითამაშა. შეხედეთ რიკი პუჩს, კუკურელიას, ორიოლ ბუსკეტსსა და ალენიას.

    ეს წელი, შესაძლოა, ალენიასი იყოს, ან დენის სუარესის. ამ ყველაფერს დრო სჭირდება, რადგან "ბარსელონაში" ძალიან მაღალი მოთხოვნებია."

    ერნესტო ვალვერდე

    "ვფიქრობ, ვალვერდემ ადაპტაცია კარგად გაიარა. ის ძალიან გულწრფელი, განათლებული ადამიანია და მიმაჩნია, რომ "ბარსელონაში" მისი დანიშვნით ბედნიერები უნდა იყვნენ."

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Guro messi წევრი [?]

    22 ივლისი 2018 11:49

    ხავი მაგარი კაცი ხარ.

    0
    გასულია
    messiiesta წევრი [?]

    22 ივლისი 2018 10:43

    შენ თუ კიდე ასი წელი შეგელო თამაში დარჩენილიყავი 1-2 სეზონი გუნდში კონკურენციას მაინც აწევდი

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied