არტური: "ბარსელონას" ფანებს ჩემი თამაში მოეწონებათ

  • 20-07-2018, 00:55
  • არტური: "ბარსელონას" ფანებს ჩემი თამაში მოეწონებათ

    "ბარსელონას" ახალწვეული, არტურ მელო დარწმუნებულია იმაში, რომ ევროპულ ფეხბურთში გამოცდილების არქონის მიუხედავად, თავისი თამაშით გუნდის გულშემატკივრებს მოხიბლავს. 

    "ბარსას" ფანებს ჩემი თამაში მოეწონებათ. ამ გუნდის სტილი უნიკალურია და ამასთან შეჩვევა იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც "ლა მასიაში" არ აღზრდილან, ძალიან რთულია. თუმცა, ჩემი თვისებები "ბარსელონას" ზოგიერთი მოთამაშის თვისებებს წააგავს. მეც მიყვარს ბურთის ფლობა, მოკლე პასები და თამაშის რიტმის ცენტრიდან კონტროლი. 

    ჩავი და ინიესტა ჩემთვის მისაბაძი მაგალითები არიან. განსაკუთრებით ჩავი მომწონს და არა მხოლოდ იმის გამო, რასაც ის მოედანზე აკეთებდა. 

    მინდა, ჩემი თანაგუნდელებისგან რაც შეიძლება მეტი ვისწავლო. ლეო მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მის გვერდით თამაში ჩემთვის დიდი გამოცდილება იქნება. 

    "ბარსელონაში" თამაში უამრავი ადამიანის ოცნებაა. მე ეს გუნდი რონალდინიოს ეპოქაში შემიყვარდა. იმ დროს უკვე კარგად მესმოდა ფეხბურთი და "ბარსას" ყველა თამაშს ვუყურებდი, იმიტომ, რომ მათი სტილი და ფეხბურთელები ძალიან მომწონდა". 

    თეგები: არტური

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    15 - 20 ივლისი 2018 15:14

    ეეხ ნეიმარიც ეგრე ლაპარაკობდა მესიზე, მაგრამ ჩრდილში შესცივდა და გაუბერა შეიხებთან.

    0
    გასულია

    14 - 20 ივლისი 2018 14:59

    ხმამაღალი ნათქვამია სათაურზე, ნიდაიბოგ არ მოეწონოს:)))

    0
    გასულია

    13 - 20 ივლისი 2018 13:55

    მაინც ზეწოლა არუნდა მოახდინოს კლუბმა თორე გომეში დაემართება და კიდე ხშირად უნდა ათამაშონ

    0
    გასულია

    12 - 20 ივლისი 2018 13:05

    ვნახოთ ვნახოოოთ რითი გაგვაოცებ!

    0
    გასულია

    11 - 20 ივლისი 2018 12:51

    სიახლეები დადეთ

    0
    გასულია

    10 - 20 ივლისი 2018 12:48

    მჯერა ამბიჭის

    0
    გასულია

    9 - 20 ივლისი 2018 12:36

    ვალვერდემ თუ არ დაამწნილა სკამზე , მეიმედება ამ ბიჭის

    0
    გასულია

    8 - 20 ივლისი 2018 12:18

    ნიჭიერი და მონდომებული ბიჭია ჰაერზე არ იტყოდა ხავი ამაზე ბარცელონას დნმ აქვსო მთავარია ვალვერდე სწორედ მიუდგეს ასევე ალენიაც და რიკი პუჩიც უნიჭიერესები არიან მაგრამ რიკი ჯერ პატარაა ))))

    0
    --------------------
    5:0
    Messi 500
    გასულია

    7 - 20 ივლისი 2018 11:23

    ციტატა: philippe coutinho....
    ციტატა: getsby
    მარტო აბიდალი ვერ უშველის ბარსას , პილიტიკაა ასეთი ტიპები არ ინტერესდებიან უბრალოდ სხვა ფეხბურთელებით , პიანიჩი არ უნდათ რატო ვითომ ვინ გვყავს მაგაზე მაღალი დონის ცენტრში ან ვის მოვიყვანთ მაგაზე მაგარს , დამერწუმენთ ვერავის. რაბიო მეც მომწონს მარა შანსი მინიმალურია ისევ მოიფიქრებს რამეს ხელაიფია თუ ვინ ჯანდაბაა და გაახანგრძლივებს კონტრაქტსაც აი ნახავთ, რეალურად ვინც იყვნენ უკვე გადმოიყვანეს აწი ღმერთი თუ გვიშველის და ვინმე კარგი ვარიანტი ჩაგვივარდება თუნდაც ტიაგო

    პიანიჩი კაია მარა მაგას კონტრაკტი გაახანგრძლივა უკვე იუვე სავიჩს ეჩალიჩებოდა მაგრამ რონალდოს ყიდვის შემდეგ შეესვა და პიანიჩი რომ გაეყიდა მის ღირსეულ შემცვლელს ვეღარ შეიძენდა და არ გამოუშვეს კონტრაკტი გაუხანგრძლივეს და აკ ბარსას დანაშაული არ არი ფეხბურთელსაც რო არ უნდა და კლუბში რჩება მეორე მხარე მანდ ვერაფერს ვერ იზამს დანარჩეში გეთანხმები

    რეალმა იყიდა ფაქტობრივად აზარი , ხომ არ ყიდიდა არც ჩელსი და იმდენი ეჩალიჩეს რო მაინც დაითანხმეს ეს ხო პერესის დამსახურებაა და არა აბრამოვიჩის კეთილი ნების უბრალოდ მაგარია პერესი ტიპს ვინც უნდა ყველას თრეულობს . არ შეიძლება ჩვენც ნორმალური ხელმძღვანელობა გვყავდეს და არა ეს ჩმორი საზოგადოება? უბრალოდ არ მესმის რატოა ხალხი ასე ჩუმად და რატო იბრმავებს თვალებს , ტიპები გაყიდვითაც ვერ ყიდიან ვერავის არარი ამათი საქმე და მოკალით უბრალოდ უნდა წავიდნენ და არც მიდიან აი ესაა უბედურება

    0
    გასულია

    6 - 20 ივლისი 2018 10:21

    არტური კარგი ბიჭია

    0
    გასულია

    5 - 20 ივლისი 2018 09:47

    მარტო აბიდალი ვერ უშველის ბარსას , პილიტიკაა ასეთი ტიპები არ ინტერესდებიან უბრალოდ სხვა ფეხბურთელებით , პიანიჩი არ უნდათ რატო ვითომ ვინ გვყავს მაგაზე მაღალი დონის ცენტრში ან ვის მოვიყვანთ მაგაზე მაგარს , დამერწუმენთ ვერავის. რაბიო მეც მომწონს მარა შანსი მინიმალურია ისევ მოიფიქრებს რამეს ხელაიფია თუ ვინ ჯანდაბაა და გაახანგრძლივებს კონტრაქტსაც აი ნახავთ, რეალურად ვინც იყვნენ უკვე გადმოიყვანეს აწი ღმერთი თუ გვიშველის და ვინმე კარგი ვარიანტი ჩაგვივარდება თუნდაც ტიაგო

    0
    გასულია

    4 - 20 ივლისი 2018 09:14

    არტური მაგრად ითამაშებს ბარსაში

    0
    გასულია

    3 - 20 ივლისი 2018 08:12

    ამის თამაშის ჰაილაითებს ვუყურე ნუ მადიდან ბევრი დასკვნის გამოტანა შეუძლებელია სანამ მოთამაშის სრულ თამაშს არ ნახავ მაგრამ ძალიან მაგონება ამის მოქმედებები და ფინტები პასებიც კი ხავის თამაშს ძალიან.

    0
    --------------------
    მე ფეხბურთს ვუყურებ, ვისაც მხოლოდ შედეგი აინტერესებს უყუროს ტაბლოს.
    გასულია

    2 - 20 ივლისი 2018 02:17

    ენა ისწავლე მალე და ადაპტაცია გაიარე .. დანარჩენი შენი ტალანტი ვიცით ყველამ

    0
    --------------------
    We 61D it !
    გასულია

    1 - 20 ივლისი 2018 01:16

    წარმატებები გუნდთან ადაპტაციაში !

    0