ლუის ენრიკე: პიკე თავის შესაძლებლობებს უკვე წლებია, აჩვენებს

ლუის ენრიკე: პიკე თავის შესაძლებლობებს უკვე წლებია, აჩვენებს

ბოლო პერიოდში, ესპანეთის ნაკრებში "ბარსელონას" წარმომადგენლების რიცხვი თანდათან მცირდება. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ეროვნული გუნდი ანდრეს ინიესტამ დატოვა და ვარაუდობენ, რომ მის მაგალითს ჟერარ პიკეც გაიმეორებს. თუმცა, "ფურია როხას" ახალი მთავარი მწვრთნელი და "ბარსას" ექს-დამრიგებელი, ლუის ენრიკე აცხადებს, რომ ფეხბურთელს პირადად დაელაპარაკება და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მხოლოდ თავად მასთან შეთანხმებით მიიღებს. 

"ჩემს ფეხბურთელებთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ მომავალში ამას აუცილებლად გავაკეთებ. თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად მივუდგები და ასე შევარჩევ საუკეთესო შემადგენლობას, პიკე კი თავის შესაძლებლობებს უკვე წლებია, ავლენს, ასე რომ, ის ნაკრებისთვის საჭიროა. თუმცა, ამის გარდა მისი პირადი მდგომარეობაც გასათვალისწინებელია". 

რაც შეეხება ინიესტას, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, იაპონური "ვისელ კობეს" ფეხბურთელია:

"ანდრესი ჩემთვის ყოველთვის პატარა ძმასავით იყო. როცა "ბარსელონას" ვწვრთნიდი, მეხმარებოდა და ბევრ რჩევას მაძლევდა. კარგი იქნებოდა, ახლა რომ გუნდში 25 ან 26 წლის ინიესტა გვყავდეს, მაგრამ ის კარიერის სხვა ეტაპზეა. მისთვის ახალი თავგადასავალი იწყება".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #4 20 ივლისი 2018 12:12
    0
    პიკე ყოველთვის გამორჩეული ფეხბურთელია მოედანზე, მისი თავდაჯერებულობა, თამაშის სტილი და ხასიათი ყველასგან გამოარჩევს. როგორც ყოველთვის ამ სეზონზეც გაიბრწყინებს!❤
    Culé [?]
    #3 20 ივლისი 2018 09:42
    0
    თქვენი არ ვიცი მაგრამ უკვე 2 წელია 0 არის.... გამახსენეთ რომელი თამაში ითამაშა ბოლოს მაღალ დონეზე....როგორც ნაკრებში აქვს არეული ისე კლუბშიც...მე მაგალითად ზამენაზე დავსვამ რადგან მოფხიზლდეს.....უმტიტი ლენგლე ან მინა უმტიტი დააყენოს...ასევე მარჯვნივ სემედო და კიდე რობერტოს უნდა ენდოა ინიესტას პოზიციაზე
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 20 ივლისი 2018 09:05
    0
    პიმე ტრადიციულად კარგად ითამაშებს ამ სეზონშიც
    Arthur Melo
    სტუმარი [?]
    #1 19 ივლისი 2018 23:13
    0
    პიკე მაღალი დონის მცველია და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა. შეიძლება ზედმეტს ლაპარაკობს, მაგრამ მოედანზე გახსოვთ არაკაცურას მოციქულიყოს? დასტოინად დგას, არ მიდის იავნ უხეშობაზე და კაცურად თამაშობს. წლების განმავლობაში ღირსეულად დგას დაცვაში და იგებს ამდენ ტიტულებს, დავაფასოთ ეს კაცი კულეებო.