კოუტინიო და მინა ESPN-ის მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ

კოუტინიო და მინა ESPN-ის მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ

ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემამ, EPSN-მ მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც ფილიპე კოუტინიო და იერი მინა მოხვდნენ.

ფილიპე კოუტინიო მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა. მან 5 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. რაც შეეხება იერი მინას, კოლუმბიელმა ცენტრალურმა მცველმა 3 თამაშში 3 გოლი გაიტანა.

ESPN-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: ჯორდან პიკფორდი (ინგლისი); კირან ტრიპიერი (ინგლისი), იერი მინა (კოლუმბია), რაფაელ ვარანი (საფრანგეთი), ლუკას ერნანდესი (საფრანგეთი); ფილიპე კოუტინიო (ბრაზილია), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია), პოლ პოგბა (საფრანგეთი); კილიან მბაპე (საფრანგეთი), რომელუ ლუკაკუ (ბელგია), ედენ აზარი (ბელგია).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 18 ივლისი 2018 21:25
    0
    კეინი არაო? ;დდ
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 18 ივლისი 2018 17:19
    0
    კარგი გუნდია ნამდვილად