Clarin: მესის არ სურდა, რომ ნაკრებში ფასიოსა და ლო ჩელსოს ეთამაშა
არგენტინული Clarin-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის დროს, არგენტინის ნაკრების შემადგენლობის შერჩევაში ლიონელ მესი აქტიურად იყო ჩართული.
სამხრეთ ამერიკელი ჟურნალისტების მტკიცებით, მესი მიიჩნევდა, რომ მცველი ფედერიკო ფასიო და ნახევარმცველი ჯოვანი ლო ჩელსო სათანადო დონისანი არ არიან. შედეგად, ლო ჩელსოს საერთოდ არ უთამაშია, ხოლო ფასიო მოედანზე ერთადერთხელ, საფრნგეთთან გამართულ მერვედფინალურ მატჩში ვიხილეთ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მესისთან კონფლიქტის გამო დარჩა ნაკრებს მიღმა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი მაური იკარდი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 21 ]