"ბარსელონა" გადარჩენილ ახალგაზრდა ტაილანდელ ფეხბურთელებს დაეხმარება

"ბარსელონა" გადარჩენილ ახალგაზრდა ტაილანდელ ფეხბურთელებს დაეხმარება

ბოლო დღეებში, მთელი მსოფლიოს ყურადღება ახალგაზრდა ტაილანდელი ფეხბურთლებისკენ იყო მიპყრობილი, რომლებიც ერთ-ერთ მღვიმეში იყვნენ გაჭედილები.

რამდენიმედღიანმა სამაშველო ოპერაციამ შედეგი გამოიღო და საფეხბურთო კლუბ Wild Boars-ის 12 მოთამაშე, მათ მწვრთნელთან ერთად, სამშივდობოს არიან.

FIFA-მ გადაწყვიტა, ყველა მათგანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის სტადიონიდან საყურებლად მიიწვიოს.

ახალგაზრდა ტაილანდელი ფეხბურთელების ამბავი უყურადღებოდ არც "ბარსელონას" დარჩენია. კატალონიელებმა ეს გუნდი "ბარსას" აკადემიის ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირზე მიიწვიეს. გარდა ამისა, ახალგაზრდა ტაილანდელები La Masia 360-ის ფარგლებში გასამართ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას და "კამპ ნოუზე" თამაშსაც დაესწრებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    SHEF
    სტუმარი [?]
    #1 11 ივლისი 2018 17:00
    0
    მეტი ვიდრე კლუბი ♡♡♡