მირალემ პიანიჩი "იუვენტუსთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

  • 11-07-2018, 13:19
  • მირალემ პიანიჩი "იუვენტუსთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

    "იუვენტუსის" ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი, რომლითაც "ბარსელონა" აქტიურად ინტერესდება, ტურინულ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ამ ინფორმაციას Premium Sport ავრცელებს.

    პიანიჩის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე ბევრი იწერება. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, "იუვენტუსი" მზადაა, 28 წლის ფეხბურთელი, რომელიც კატალონიელებს ანდრეს ინიესტას შემცვლელად სურთ, "ბარსაში" 80 მილიონ ევროდ გაყიდოს. ბოსნიელი ნახევარმცველის შეძენის სურვილს "პარი სენ-ჟერმენიც" გამოთქვამს.

    წყაროს ცნობით, პიანიჩი, მიუხედავად "ბარსელონასა" და პსჟ-ს ინტერესისა, "იუვენტუსთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს და უფრო მეტ ხელფასს მიიღებს.

    პიანიჩს ტურინულ გრანდთან მიმდინარე ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    5 - 11 ივლისი 2018 18:59

    რონალდო მივიდა იუვეშ და ეს სადმე წავა?

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    4 - 11 ივლისი 2018 16:35

    ესეიგი ეს არ მოდის, რაბიოც არ მოვა, პსჟ ეს პატრონს ურჩევნია დედიმისის შეჭამოს ვიდრე ბარსას ფეხბურთელი მიყიდოს. აშკარააა ჩეფერინი დიდი ხანია იყიდა უკვე ხელაიფმა თორე მილანი დააჯარიმეს და ევროტურნირებიდან მოხსნეს და პსჟ ემ 100ჯერ უარესები არ აკეთა? შემოსავალი 0 აქვს ტიპს და რა ტრანსფერებს ჩარხავენ. 180 გადაიხადეს მბაპეში და კიდე 270 კოუს სთავაზობენ ეგ მონათმფლობელები. დიდი ხნის წინ უნდა დასჯილიყო მარა ალბათ ნეიმარის ღIრებულების მაყუთი ჩემოდნით აიტანა უეფაში და დაუდო პლატინის მიმდევრებს. თორე უნდა დაიშალოს ეგ გუნდი დიდი ხანია. ფეხბურთის მტერია პსჟ და ბარსაას ყველაზე დიდი მტერიც ბართომეუს და პერესის მერე

    0
    გასულია

    3 - 11 ივლისი 2018 16:19

    ციტატა: philippe coutinho....
    ციტატა: achi del barça
    რატო გგონიათ რომ მანჩეს იუჯეტის გუნდი, რომელსაც ევროლიგებზე თავისი სახელის დაბრუნება უნდა გუნდის საუკეთესო ფეხბურთელს გაყიდის

    იმიტო მგონია რომ მილინკოვიჩ სავიჩი უნდა და მცვრთნელთან ძაან ცუდი ურთიერთობა აკვს მითუუმეტეს რო სულ სკამზე სვამს მაურინიო პოგბას

    არ გაყიდიან გამორიცხული, ლივერპულისნაირი გაჭირვებული კამანდა ეგ არ არის. მაურინიოს უფრო მოიშორებენ ვიდრე პოგბას კალიბრის იგროკს.

    0
    გასულია

    2 - 11 ივლისი 2018 14:48

    რატო გგონიათ რომ მანჩეს იუჯეტის გუნდი, რომელსაც ევროლიგებზე თავისი სახელის დაბრუნება უნდა გუნდის საუკეთესო ფეხბურთელს გაყიდის

    0
    გასულია

    1 - 11 ივლისი 2018 13:35

    Milinkovic-savic an pogba(200 milionze naklebad ar gayidian mara girs ) da 10 weli centri gveyoleba mefuri.

    0