Marca: ესპანეთის ნაკრებს ლუის ენრიკე ჩაიბარებს

  • 9-07-2018, 11:42
  • Marca: ესპანეთის ნაკრებს ლუის ენრიკე ჩაიბარებს

    "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, დიდი ალბათობით, ესპანეთის ნაკრებს ჩაიბარებს.

    მსოფლიოს ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, ფერნანდო იერომ "ფურია როხას" დროებითი დამრიგებლის პოსტი დატოვა. ამჟამად, ესპანეთი უმწვრთნელოდაა.

    Marca-ს ცნობით, დღეს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი დირექტორთა საბჭოს მთავარი მწვრთნელობის თავის კანდიდატს შესთავაზებს და ეს ლუის ენრიკე იქნება.

    სახელდება სხვა სახელებით: კიკე სანჩეს ფლორესი, მიჩელი, რობერტო მარტინესი და ვიქტორ სანჩეს დელ ამო. თუმცა, რუბიალესის ფავორიტი ყოველთვის ლუის ენრიკე იყო.

    ლუის ენრიკე ესპანელია, მას მოქმედი კონტრქტი არ აქვს, საერთაშორისო გამოცდილება გააჩნია და უმაღლესი დონის ფეხბურთლებთანაც უმუშავია.

    მადრიდული პრესის ცნობით, ენრიკე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

    ლუის ენრიკე "ბარსელონას" 2014-2017 წლებში წვრთნიდა. მან გუნდს 9 ტიტული მოაგებინა.

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა

    6 - 9 ივლისი 2018 18:38

    კარგი ვარიანტია ფერნანდო იეროს ბევრად ჯობია

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    5 - 9 ივლისი 2018 14:53

    ციტატა: jovana
    sergi roberto dabrundeba nakrebshi 100 % , enrikes sayvareli fexburteli iyoo...

    ხოო რობერტო ბევრად ჯობს კარვახალს და ნაჩოს ორივე წავა ნაკრებიდან ბელერინი და რობერტო ჩაანაცვლებენ

    0
    გასულია

    4 - 9 ივლისი 2018 14:24

    sergi roberto dabrundeba nakrebshi 100 % , enrikes sayvareli fexburteli iyoo...

    0
    გასულია

    3 - 9 ივლისი 2018 14:06

    ძაან მაგარი იქნება

    0
    გასულია

    2 - 9 ივლისი 2018 12:47

    Neta chori arikos disappointed_relieved

    0
    გასულია

    1 - 9 ივლისი 2018 12:02

    ამ ეტაპზე ყველაზე კარგი ვარიანტია

    0